четверг, 25 декабря 2014 г.

"დათვის სამი ნატვრა"

                  ყველას გილოცავთ დამდეგ შობა -ახალ წელს, გისურვებთ ხვავიან და ბარაქიან წელიწადს. სწორედ ამ ლამაზ დღეს მივუძღვენით სპექტაკი  "დათვის სამი ნატვრა".გთავაზობთ პოტოებს სპექტაკლიდან...












суббота, 6 декабря 2014 г.

ჩვენ გვიყვარს თეატრი

                4 დეკემბერს კიდევ ერთხელ ვესტუმრეთ თოჯინების თეატრს, ვნახეთ სპექტაკლი "ბიჭუნა და კარლსონი", ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მათ მოსწონთ სპექტაკლები,განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი თავად ხდებიან მისი მონაწილე და შემსრულებლები.
               ბედნიერია ყველა ის მსახიობი,ვინც ასეთ დიდი სიხარულს სჩუქნის პატარებს,
ახარებს მათ გულებსა და აყვარებს თეატრს,უყალიბებს გემოვნებასა და ფანტაზიის უნარს, და ჩვენც პედაგოგები ვალდებულნი ვართ  ხელი შევუწყოთ პატარების განვითარებას, სწორად აღზრდას.





воскресенье, 30 ноября 2014 г.

ჩვენი სტუმარი

       "ყოველთვის გვგონია, რომ პოეზიაში ახალი არაფერი მოხდება, თუ ჯერ კულტურაში არ მოხდა რაღაც განსაკუთრებული, მაგრამ საუკეთესო გამონაკლისები ცხადყოფს ამ თვალსაზრისის უსაფუძვლობას. მაგალითად, რა კულტურული ბუმი უძღოდა დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ან გალაკტიონის გამოჩენას? არანაირი. თითოეულმა მათგანმა თვითონ შექმნა ახალი კულტურა; ყოველგვარი ჯგუფობრიობის, დეკლარაციებისა და მანიფესტების გარეშე ჩამოაყალიბეს ახალი პოეტური მიმართულებანი."
      ამ გამონათქვამში ჩვენც დავრწმუნდით, როცა ჩვენს სკოლას სტუმრად ეწვია პოეტი -გოდერძი სუქნიძე.    27 ნოემბერი, სკოლა "მერმისში" ნამდვილი პოეზიის დღედ იქცა.
        სტუმარმა ჩვენს პატარებს გააცნო ცნობილი ქართველი მწერლების  შედევრები, გააცნო საკუთარი შემოქმედებაც, რამაც მოსწავლეების დიდი აღტაცება გამოიწვია. პოეზიის საღამო ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ წაკითხული ლექსებით დაგვირგვინდა. ბავშვებმა გამოთქვეს სურვილი თავადაც ეცადათ და შეექმნათ ლექსები, მოეწყოთ საღამოები და მსმენელისთვის გაეცნოთ იგი.




воскресенье, 16 ноября 2014 г.

წმინდა ნინო

ღონისძიების ფოტოები,რომელიც მიეძღვნა წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს

































вторник, 4 ноября 2014 г.

გეპატიჟებით ყველას...

"ჭირვეული უფლისწული"


გეპატიჟებით ყველას, 5 ნოემბერს, პირველის ნახევარზე.
II კლასის მოსწავლეები წარმოგიდგენენ სპექტაკლს: "ჭირვეული უფლისწული".













ვიდეო ნაწილი I



ვიდეო ნაწილი II



ვიდეო ნაწილი III



воскресенье, 26 октября 2014 г.

პირველი ნაბიჯები ტურზე

ეს ჩემი პატარების პირველი ნაბიჯები იყო  ტურზე "მათემატიკის დღე".  ბავშვებო გილოცავთ ამ გაბედულ ნაბიჯს და გისურვებთ წარმატებებს.


ლუკა ხოჯავა                                                      მარიამ ტალახაძე
          




























ლანა აბესაძე                                                   ლუკა კვანტალიანი









среда, 22 октября 2014 г.

თეატრში






მიზნები და შედეგები ინფორმაციის გაცნობა თეატრალური ხელოვნების საწყისებზე. თეატრთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის გამოყენება. შემოქმედებითობის, ფანტაზიის გამოვლენა პრაქტიკულილი საქმიანობისას. შეფასებისა და თვითშეფასების უნართა გამოვლენა როგორც საკუთარ, ისე ერთობლივ ნამუშევრებზე მსჯელობისას.
წინასწარი ცოდნა მოსწავლეები უკვე იცნობენ თეატრთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას როგორიცაა: სცენა, მსახიობი, რეჟისორი, მაყურებელი, აფიშა. ზოგადად იციან, რა ფუნქციას ასრულებს თეატრში მხატვარი, კომპოზიტორი...
შეფასების საგანი და პროცედურები რა იცი რა შეგიძლია... შეძენილი ცოდნის საფუძველზე დაასრულონ წინადადებები შეავსონ სქემა საყრდენი სიტყვით „თეატრი“ პრაქტიკული საქმიანობისთვის მეგობართან ერთად დახატონ ესკიზები, მოამზადონ აფიშა
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები მოსწავლის წიგნი დიდი ფორმატის ქაღალდი ფერადი განქრები საღებავები (აკვარელი, გუაში) ფუნჯი წყლის ჭურჭელი საილუსტრაციო მასალა- თეატრის სფეროსთან დაკავშირებული ფოტოები(სცენები სპექტაკლებიდან, დეკორაციის ,აფიშის, თეატრალური სამოსის ნიმუშები)......გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი გავაცნობ ინფორმაციას თეატრის ისტორიის შესახებ.... ძველად საქართველოში გავრცელებული იყო იმპროვიზებული ნიღბების თეატრი , რომელსაც ბერიკაობას უწოდებდნენ. საკლასო მსჯელობა(10წუთი) სახალისო დავალება(10წუთი) პრაქტიკული სამუშაო(25წუთი)











четверг, 16 октября 2014 г.

გვიყვარდეს წიგნი

·         სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება;
·         მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა;
·         კონკურენტუნარიანი შემოქმედებითი სივრცის შექმნა;
·         წიგნის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
·         მოსწავლეს გამოუმუშავდება წიგნთან მუშაობის საწყისი     ჩვევები    (ქართ. I.7)

·        მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულის მიმართ   (ქართ. IV.7)


ღონისძიებები
შესრულების დრო
ვინ მონაწილეობს
რესურსები
კითხვარის შევსება

II კლასი, 12 მოსწავლე
წინდაწინ მომზადებული ბარათები(კითხვარი), საწერი კალამი
სტუმრად წიგნის მაღაზიაში
16 ოქტომბერი
2014 წელი
12 მოსწავლე
წიგნი“ოქროს თევზი“,
ფოტო აპარატი
შეძენილი წიგნის განხილვა-ანალიზი
23 ოქტომბერი
2014 წელი

წიგნი, სამუშაო რვეული, საწერი კალამი
დიდი წიგნის დამზადება
6 ნოემბერი
2014 წელი

დიდი ფორმატის ფურცლები, ფერადი ფანქრები.
გაკვეთილის პრეზენტაცია
27 ნოემბერი
2014 წელი







სტუმრად ბიბლუსში


пятница, 22 августа 2014 г.

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

                ზაფხულის პირველი დღე  ...
მრავალ ქვეყანაში აღინიშნება ბავშვთა საერთაშორისო დღე. იგი ყველაზე უძველესი საერთაშორისო დღესასწაულია.  დაარსებულია ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ 1925 წლის ჟენევის  მსოფლიო კონფერენციაზე. ერთ-ერთი ვერსიით 1 ივნისს ამ თარიღის აღნიშვნა დაკავშირებულია ჩინელი პოლიტიკოსის სახელთან. 1925 წლის 1 ივნისს სან-ფრანცისკოში ჩინეთის გენერალურმა კონსულმა შეკრიბა ჩინელი ობოლი ბავშვები და მოაწყო მათთვის დუან-უ ცზეს ზეიმი (ნავი-დრაკონების ფესტივალი). ბედნიერი შემთხვევის წყალობით ეს დღე დაემთხვა ”ბავშვთა” კონფერენციას ჟენევაში.             1950  წლის 1 ივნისს ჩატარდა ბავშვთა დაცვის პირველი საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც ეს დღე ყოველწლიურად არის მიჩნეული სადღესასწაულოდ.
              გადავწყვიტეთ  ჩვენც აღგვენიშნა ეს ლამაზი დღე და ჩვენი სკოლის ყველა ბავშვისთვის მიგველოცა ეს ლამაზე დღესასწაული.  მოსწავლეებმა  თავიაანთი სურვილები ნახატებით, ლექსებითა და წერილებით გამოხატეს.
 
 




вторник, 13 мая 2014 г.

ყველას, ყველას, ყველას

ყველას, ყველას, ყველას
გეპატიჟებით

გთხოვთ მობრძანდეთ  პირველ 
კლასელების ზეიმზე

„დედაენავ ნახვამდის“


ხუთშაბათს, 15 მაისს , 13 საათზე

суббота, 3 мая 2014 г.

სტუმრად თეატრში

  ჩვენი პროექტი გრძელდება...
"სტუმრად თეატრში"

               1 მაისს კიდევ ერთხელ ვესტუმრეთ თეატრს, ვნახეთ სპექტაკლი "იისფერა".   ბავშვებს ძალიან მოეწონათ სპექტაკლი, განსაკუთრებით კი მთავარი მოქმედი გმირი, პატარა თაგუნია, რომელმაც ბავშვებს მისცა მაგალითი  სიყვარულის, მეგობრობისა და სიკეთის კეთების.











გაკვეთილის მიზნები და შედეგები ინფორმაციის გაცნობა თეატრალური ხელოვნების საწყისებზე. თეატრთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის გამოყენება. შემოქმედებითობის, ფანტაზიის გამოვლენა პრაქტიკულილი საქმიანობისას. შეფასებისა და თვითშეფასების უნართა გამოვლენა როგორც საკუთარ, ისე ერთობლივ ნამუშევრებზე მსჯელობისას.
წინასწარი ცოდნა მოსწავლეები უკვე იცნობენ თეატრთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას როგორიცაა: სცენა, მსახიობი, რეჟისორი, მაყურებელი, აფიშა. ზოგადად იციან, რა ფუნქციას ასრულებს თეატრში მხატვარი, კომპოზიტორი...
შეფასების საგანი და პროცედურები რა იცი რა შეგიძლია... შეძენილი ცოდნის საფუძველზე დაასრულონ წინადადებები შეავსონ სქემა საყრდენი სიტყვით „თეატრი“ პრაქტიკული საქმიანობისთვის მეგობართან ერთად დახატონ ესკიზები, მოამზადონ აფიშა
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები მოსწავლის წიგნი დიდი ფორმატის ქაღალდი ფერადი განქრები საღებავები (აკვარელი, გუაში) ფუნჯი წყლის ჭურჭელი საილუსტრაციო მასალა- თეატრის სფეროსთან დაკავშირებული ფოტოები(სცენები სპექტაკლებიდან, დეკორაციის ,აფიშის, თეატრალური სამოსის ნიმუშები)......გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი გავაცნობ ინფორმაციას თეატრის ისტორიის შესახებ.... ძველად საქართველოში გავრცელებული იყო იმპროვიზებული ნიღბების თეატრი , რომელსაც ბერიკაობას უწოდებდნენ. საკლასო მსჯელობა(10წუთი) სახალისო დავალება(10წუთი) პრაქტიკული სამუშაო(25წუთი)