კლასის საათი

მზის შვილები

"მართლაც მზესავით იღიმიან"-მოსწავლემ მითხრა.
მზის შვილები პატარა ანგელოზები არიან დედამიწაზე უფლისგან გამოგზავნილი, რადგან გვასწავლონ ღიმილი, სითბო და სხვისი სიხარულის გაზიარება.

                          21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, ადამიანები, რომლებსაც აქვთ დაუნის სინდრომი, ასევე ისინი ვინც მუშაობენ და ცხოვრობენ მათთან ერთად, ერთიანდებიან და მართავენ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვა.

დაუნის სინდრომი გვხვდება მსოფლიოს ყველა რეგიონში და მისი გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.
     დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მე-3 თვის 21- დღის არჩევის მიზეზი გახდა 21- ქრომოსომის ანომალია .სწორედ ეს გენეტიკური ცვლილება იწვევს დაუნის სინდრომის განვითარებას. დაუნის სინდრომი არა დაავადება, არამედ გენეტიკური ცვლილებაა და არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვადდაუნი არის მეცნიერის გვარი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი. 1866 წელს, ბრიტანელმა ფიზიკოსმა ჯონ დაუნმა აღწერა ქრომოსომული პათოლოგია, რომლის დროსაც ადამიანს 46–ის ნაცვლად, 47 ქრომოსომა აქვს. აღიარებული ფაქტია, ისინი ძალიან კეთილები არიან. მათთვის უბრალო გაღიმებაც კი, ბედნიერების მომტანია.ისინი ერთერთ იმ გულწრფელ და ლაღ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებიან, ვისაც უხარიათ, როცა თქვენ გიხარიათ






























დედაენის დღე-კვირეული



1.ინფორმაციული ვიდეოს ჩვენება
2.აქტივობის ფურცლებზე მუშაობა
3.ვიმეტყველოთ ქართულად
4. ბარბარიზმები
5.მოქარგული ქართული ანბანი
6.კალიგრაფიის კონკურსი








კითხვისა და კლასის საათი

მიზანი: მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; წიგნისადმი ინტერესის გაღვივება; აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება; ხელი  შეუწყოს  პროგრამის  ,,ქართული  ხელნაწერი  წიგნი დაწყებითი  საფეხურის  მოსწავლეთათვის ადაპტირებას;  წიგნის  წარმოშობის  ისტორიის  გაცნობას; წიგნის  მახასიათებლების    შესწავლას;  კითხვის  ტექნიკის  გაუმჯობესებას;მოსაწავლეებში დამოუკიდებელი მუშაობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის უნარჩვევების ჩამოყალიბებას;  ლექსიკური მარაგის  გამდიდრებას;გაგებას;წიგნთან ურთიერთობის  უნარჩვევების ჩამოყალიბებას;  წიგნისადმი  ინტერესის  გაღვივებას; ელექტრონული,  აუდიო  და  ინტერაქტიული  წიგნების  გაცნობასა  და  გამოყენებას;  ინოვაციური მეთოდის დანერგვას სასწავლო პროცესში; მოსწავლეთა  ჩაბმას შემოქმედებით საქმიანობაში, მათი  კომპეტენციების  ამაღლებას.

 

კითხვის საათი მიზნად ისახავს მოსწავლეებში კითხვის სტრატეგიების დაუფლებას. წააკითხულის შეფასებასა და გააზრებას. სათანადო არგუმენტების მოყვანასა და დასკვნების გაკეთებას. ნაწარმოების წაკითხვამდე ხდება მოსწავლეთა პროვოცირება. მათში სათანადო განწყობის შექმნა. სააზროვნო მოქმედებათა განვითარება და ტექსტის ანალიზის გამომუშავება.

გააზრებული კითხვის  აუცილებელი წინაპირობაა სწრაფი კითხვა. ეს კი კარგია გონების, კონცენტრირებული ყურადღებისა გავარჯიშებული მხედველობის თვისებაა.

 საკითხავ მასალად შერჩეული გვქონდა . პალაციოსსაოცრება“.

მიმდინარეობა- კლასის საათი ჩავატარეთ წიგნის საჯროდ კითხვის მსოფლიო დღეს, 2 თებერვალს. ბავშვები გაეცვნენ წიგნის შექმნის ისტორიას, მოვინახულეთ სტამბა სადაც ნახეს წიგნის ბეჭვდისა და აკინძვის პროცესი . ამავე დღეს გავეცანით შერჩეულ წიგნს და შევუდექით კითხვას, წიგნის კითხვას დაეთმობა ყოველი კვირის პარასკები დღე, წიგნის კითხვასთან ერთად მოსწავლეებმა უნდა აწარმოონ  „ჩემი დღიურირომელსაც შეავსებენ წაკითხული წიგნის მიხედვით. წიგნის განხილვა გვექნება 31 მარტს.









        




















        








         კლასის  საათი         პედაგოგი: ნ. ნონიაშვილი

ქცევის კულტურა საზოგადოებრივ ადგილებში, კერძოდ კინოსა და თეატრში“

მიზანი: გააცნოს მოსწავლეებს საზოგადოებრივ ადგილებში ქცევის წესები;

ვისწავლეთ ეტიკეტის წესები. ადამიანის ქცევის კულტურა არის მისი სულიერი სიმდიდრის გარეგანი გამოხატულება, ადამიანებთან ურთიერთობის უნარი. საზოგადოებაში ადამიანის ქცევის მარეგულირებელი წესები მრავალი საუკუნის განმავლობაში შეიქმნა. ისინი წარმოიშვა ხალხის კომუნიკაციის გამარტივების აუცილებლობასთან დაკავშირებით, რათა ის უფრო ორგანიზებული, სასიამოვნო და ლამაზი გახდეს. ხშირად ადამიანის აღზრდაზე მხოლოდ მისი მანერებით ფასდება. მაგრამ არა მხოლოდ კარგი მოშენების გარეგანი ატრიბუტები განასხვავებს კულტურულ ადამიანს.

    უმჯობესია არ დააგვიანოთ სპექტაკლზე, კონცერტზე, მაგრამ თუ ეს მოხდება, გადით აივანზე ან დაჯექით უახლოეს თავისუფალ სკამზე. შესვენებაში შენს ადგილს იპოვი. პროგრამები და ბინოკლები მათ მუხლებზე უჭირავთ. შესვენების დროს დურბინდით სხვების ყურება უხამსობაა. დაუშვებელია ლაპარაკი (ჩურჩულითაც კი) სეანსის, კინოსა თუ თეატრალური წარმოდგენის დროს, მით უმეტეს, შეუძლებელია ხმამაღალი კომენტარის გაკეთება იმაზე, რაც ხდება სცენაზე. თუ არ მოგწონთ სპექტაკლი ან ფილმი, იჯექით ჩუმად და შესაფერის მომენტში (სცენებს შორის შესვენების დროს, არტისტების გასვლები) დატოვეთ დარბაზი. კინოთეატრის დარბაზში მამაკაცები და ქალები იხამენ მაღალ ქუდებს, რათა ხელი არ შეუშალონ მათ უკან მჯდომ მაყურებლებს ეკრანის დასანახად. მოერიდეთ სავარძელში გადატრიალებას, ხველას ან ცემინებას. თუ ავად ხართ, მაგალითად, გრიპით, კატეგორიულად იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების

         ყველა კარგი მანერების გულში მდგომარეობს საზრუნავი, რომ ადამიანმა ხელი არ შეუშალოს ადამიანს, რათა ყველა ერთად თავს კარგად გრძნობდეს. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ხელი არ შევუშალოთ ერთმანეთს. აუცილებელია საკუთარ თავში აღზრდა არა იმდენად მანერები, რამდენადაც ის, რაც გამოიხატება მანერებით, ფრთხილი დამოკიდებულება სამყაროს, საზოგადოების, ბუნების, წარსულის მიმართ. არ არის საჭირო ასობით წესის დამახსოვრება, მაგრამ დაიმახსოვრე ერთი რამ - სხვების მიმართ პატივისცემის საჭიროება.
         კლასის საათზე დაიგეგმა თოჯინების თეატრში წასვლა. ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მათ მოსწონთ სპექტაკლები,განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი თავად ხდებიან მისი მონაწილე და შემსრულებლები.

               
ბედნიერია ყველა ის მსახიობი, ვინც ასეთ დიდი სიხარულს სჩუქნის პატარებსახარებს მათ გულებსა და აყვარებს თეატრს, უყალიბებს გემოვნებასა და ფანტაზიის უნარს, და ჩვენც პედაგოგები ვალდებულნი ვართ  ხელი შევუწყოთ პატარების განვითარებას, სწორად აღზრდას.




















Комментариев нет:

Отправить комментарий