
ამ გამონათქვამში ჩვენც დავრწმუნდით, როცა ჩვენს სკოლას სტუმრად ეწვია პოეტი -გოდერძი სუქნიძე. 27 ნოემბერი, სკოლა "მერმისში" ნამდვილი პოეზიის დღედ იქცა.
სტუმარმა ჩვენს პატარებს გააცნო ცნობილი ქართველი მწერლების შედევრები, გააცნო საკუთარი შემოქმედებაც, რამაც მოსწავლეების დიდი აღტაცება გამოიწვია. პოეზიის საღამო ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ წაკითხული ლექსებით დაგვირგვინდა. ბავშვებმა გამოთქვეს სურვილი თავადაც ეცადათ და შეექმნათ ლექსები, მოეწყოთ საღამოები და მსმენელისთვის გაეცნოთ იგი.
