
დღეს, 15 მაისს ჩვენი სკოლის პედაგოგის ქალბატონ ლალი ხვადაგიანის ხელმძღვანელობით ვესტუმრეთ გალერეა "ვარლამს", სადაც გამოფენილი იყო ქუთაისის სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრები. ბავშვები დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ ნამუშევრებს, ნახატებს შორის ამოიცნეს პორტრეტი, პეიზაჟი, გობელინი, ქანდაკება, რამდენიმე ნახატი მათი რჩეულიც აღმოჩნდა, რამდენიმემ მხატვრობის სურვილიც გამოთქვა.
დიდი მადლობა ქალბატონო ლალი დღევანდელი დღის გალამაზებისთვის და მადლობა გალერეა "ვარლამს" მასპინძლობისთვის. ჩვენ ისევ დავბრუნდებით...