суббота, 21 декабря 2013 г.

"მარჯვე ხელები"

      დავასრულეთ ჩვენი ორ თვიანი პროექტი "მარჯვე ხელები" და 19 დეკემბერს მოვაწყეთ ნამუშევრების პრეზენტაცია. გამოფენა ეძღვნებოდა ახალ წელს და ნამუშევრების უმეტესობაც ამ თემაზე იყო შექმნილი. ვფიქრობ მრავალმხრივი და საინტერესო იყო ყველასთვის და რაც მთავარია – მოსწავლეებისათვის. ჩემი მთავარი ამოცანა იყო ბავშვებში ფანტაზიის განვითარება, მრავალმხრივი შემოქმედებითი აქტივობის ორგანიზება, საკუთარი მოსაზრებათა გამოთქმისა და დასაბუთების უნარის გამოვლენა–განვითარება.



четверг, 12 декабря 2013 г.

გაკვეთილის გეგმა: "სასმელები"

            
სურათები: 





გაკვეთილის გეგმა

საგანი ......ბუნება
პედაგოგი ...........ნონიაშვილი ნინო
კლასი ............ I
თარიღი.........


      თემა
სასმელები

სასწავლო
მიზანი
მოსწავლეებმა გააცნობიერონ წყლის მნიშვნელობა სიცოცხლისათვის. ეძლონ სხვადასხვა დასახელების სასმელის ჩამოთვლა და მათ დანიშნულებაზე საუბარი, ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარებას


ძირითადი კითხვები
საჭმლის გარდა კედევ რა არის აუცილებელი სიცოცხლისათვის?
რისთვის იყენებს ადამიანი წყალს?
ადამიანის გარდა კიდევ რას სჭირდება წყალი?
რა მნიშვნელობა აქვს წყალს ცხოველებისთვის? მცენარეებისთვის?
ვის რომელი სასმელი გიყვართ?
როდის რომელ სასმელს ვიყენებთ?




შეფასება
ჯგუფების შეფასება კომენტარით, საუკეთესო მოსწავლეებისთვის სტიკერების  ჩაკვრა

შედეგი
მოსწავლეებმა იციან წყლის მნიშვნელობა, მისი დანიშნულება, შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის სასმელების დასახელება და მის შემადგენლობაზე საუბარი

დროის განაწილება
საკლასო დისკუსია   ---- 5 წთ
მუშაობა ჯგუფებში  ----- 10წთ
სტუმრად ჩვენს ბუფეტში? -------20 წთ


რესურსები
სახელმძღვანელო, ფერადი ფანქრები, სურათები, სხვადასხვა სასმელები ( წყალი, ბორჯომი, კოკა– კოლა, რძე, ჩაი, კომპოტი)












вторник, 26 ноября 2013 г.

თეატრი და ბავშვები

თეატრი და ბავშვები

  გრძელდება ჩვენი პროექტითეატრი და ბავშვები“, რის  საფუძველზეც 15 ნოემბერს კიდევ ერთხელ ვეწვიეთ თეატრს, ვნახეთ სპექტაკლიოქროს წიწილა“.

პროექტის მიზანია შეაგოვ ინფორმაცი, მოისმინონ მათთვის საინტერესო ზღაპრებ, მოიძი და დახატ საყვარელ გმირებ. ნახონ  წარმოდგენებ, რის შემდეგაც მოხდება შეხვედრა გმირებთან .წლის ბოლოს კი მოსწავლეები თავად მიიღებენ მონაწლეობას სპექტაკლში. მოსწავლეებს უყალიბდებათ კვლევაძიების, შემოქმედებითობის უნარი. გაიაზრებენ ხელოვნების როლს ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში და მათი შინაგანი სამყაროს განვითარებაში.















понедельник, 25 ноября 2013 г.

რისგან აშენებენ სახლებს

რისგან აშენებენ სახლებს
        30 ოქტომბერს დავასრულეთ ჩვენი ორ კვირიანი პროექტი, რომელშიც წარმატებით მონაწილეობდნენ პირველი კლასისი მოსწავლეები. პროექტის  მიზანი იყო  ბავშვებს გაეცნოთ სამშენებლო მასალები, სხვადასხვა მასალისაგან აშენებული სახლები, წარმოედგინათ საკუთარი სახლის ფოტოები და  მისი ისტორია.
      პროექტი საფუძველს იღებს ზღაპრიდან  "სამი გოჭის ამბავი" და დავუკავშირეთ ბუნების გაკვეთილს თემაზე "რისგან აშენებენ სახლებს?". პროექტი იყო ინტეგრირებული და მოიცავდა ბუნების,  ხელოვნებისა და მუსიკის გაკვეთილებს.
        პროექტის მიზანი მიღწეული იქნა, მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი ყველა დავალებას.



პროექტის სრული გეგმა შეგიძლიათ იხილოთ აქ:   გეგმა

воскресенье, 13 октября 2013 г.

ჩვენი პირველი ექსკურსია

     გულის ფანცქალით ელოდებოდნენ ჩემი პატარები როდის გათენდებოდა  13 ოქტომბერი და წავიდოდნენ ექსკურსიაზე. დღეებს, საათებს ითვლიდნენ...
     გათენდა ნანატრი  დღეც...
     ერთად შევიკრიბეთ და გავუყევით სათაფლიის გზას, მახსოვს ბავშვების გაოცებული თვალები როცა დაინახეს დინოზავრების გამოსახულებები, ვიღაცამ ტყეც შენიშნა, ერთერთ მათგანს კითხვაც დაებადა: " ალბათ ამ ტყეში ცხოვრობენ ხო მას".  დინოზავრის ნაკვალევს თავიაანთი ფეხის ნაკვალევს ადარებდნენ, ზოგი ხელის მტევანს .
რა საოცრები არიან ეს ბავშვები...

    ჩვენი შემდეგი გაჩერება გელათი იყო, ალბათ იშვიათია ადამიანი საქართველოში ვისაც ეს დიდებული ადგილი არ უნახია ან როგორ შეიძლება არ მოინახულოს ქართველმა კაცმა დიდი დავითის საფლავი?!
"ფეხი დამადგით გულზე დამადგით ფეხი ყოველმან"
ასე ისურვა დიდმა დავითმა ყოვლის მპყრობელმა
და ჩვენც მოვედით მისი თხოვნის შესასრულებლად,
მის წინაშე მუხლს მოვიყრით მოწიწებითა"
   არც ფიცის დადება დავიწყნიათ ჩემს პატარებს, ყველამ ერთხმად შეჰფიცეს დავითს რომ ისწავლიდნენ საუკეთესოდ, იქნებოდნენ ქვეყნისა და უფლის მოყვარულნი, კეთილნი და სამართლიანნი.

     ჩვენი ბოლო გაჩერება მოწამეთა იყო. დაგლილობის მიუხედავად, ბავშვებს არ დაზარებიათ მონასტრის ნახვა, წმინდანთა საფლავების მონახულება და სურვილების ჩათქმა.
   ნეტავ რას სთხოვდნენ...  ნეტავ რას ოცნებობდნენ... რა იყო მათი სურვილები...
   მიხაროდა  მათ ბედნიერ  სახეებს რომ ვუყურებდი, როგორ ილხენდნენ,დარბოდნენ, თამაშობდნენ, ლოცულობდნენ...
   ნეტავ თუ ემახსოვრებათ ეს დღე ორი წლის შემდეგ, სამი წლის შემდეგ...მე ვიცი ყოველთვის მემახსოვრება , ან რა დამავიწყებს ამ დღეს, ჩემს საყვარელ ბავშვებს. მათ ბედნიერ სახეს...

понедельник, 16 сентября 2013 г.

ჩემო პირველ კლასელებო


გიყვარდეს სწავლა, გულმოდგინება,
შრომა და გარჯა ნუ დაგზარდება!
მუდამ გახსოვდეს, რომ შენი ცოდნა
შენსა ქვეყანას გამოადგება.

იყავ ბეჯითი და გქონდეს სმენა,
დიდი განძია სწავლის შეძენა,
მაგრამ ამას გთხოვ ყველაზე მეტად
გულით გიყვარდეს სამშობლო ენა!

მერწმუნე, შვილო, გამოცდილია,
თუ საძირკველი დანგრეულია,
მაშინ კედლების აშენებისთვის
ყოველი შრომა დაკარგულია

воскресенье, 15 сентября 2013 г.

გილოცავთ გილოცავთ

         ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ბეჯითობას და ულევ წარმატებებს.
            განსაკუთრებით მინდა მივულოცო პირველ კლასელებს, რომლებმაც წელს პირველად უნდა შეეაღონ სკოლის კარები. "სკოლა" ეს თქვენი მეორე სახლია, სადაც ყოველთვის დიდი სიხარულით დაგხვდებათ თქვენი პირველი მასწავლებელი, თქვენი ახლად შეძენილი და–ძმა,იმოგზაურებთ ჯადოსნურ სამყაროში, აღმოაჩენთ ბევრ ახალსა და საინეტრესოს,შეისწავლით უამრავ ლექსსა თუ მოთხრობას, გაეცნობით დიდებულ ქართველ მწერლებს და ამ ყველაფერში თანამგზავრობას გაგიწევთ თქვენი პირველი წიგნი "დედა ენა".

понедельник, 29 июля 2013 г.

ინტერაქტიული თამაშები

თამაში - ,,საიდუმლო უცნობი”
            მისი გამოყენება შესაძლებელია 7 წლის ასაკიდან, როცა ბავშვებმა უკვე იციან კითხვა. ბავშვებს ძალიან უყვართ ეს თამაში, რადგანაც მოსწონთ საიდუმლოების ამოცნობა. მათ უნდა გამოიყენონ მასწავლებლის სიტყვიერი და გრაფიკული მინიშნებები, იმისათვის, რომ გაარკვიონ, რომელი მოსწავლეა საიდუმლო უცნობი. კარგი იქნება თუ ამ თამაშს ხშირად გავიმეორებთ, რათა თითოეულ მოსწავლეს მივცეთ საშუალება იყოს ამოცნობილი. თამაშის მიზანია ბავშვებს დაეხმაროს პოზიტიური თვითშეფასების ჩამოყალიბებაში, კომუნიკაციური უნარების განვითარებაში, ერთმანეთის უკეთ შეცნობაში. თამაშისათვის საჭიროა მოზრდილი ფურცელი და ფლომასტერები. წამყვანი: მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ თამაში, სადაც მე ჩავიფიქრებ ერთ- ერთ მოსწავლეს, თქვენ კი - უნდა გამოიცნოთ, ვისზეა საუბარი. მე თანდათანობით მოგცემთ მინიშნებებს ,,საიდუმლო უცნობის“ შესახებ. თუ თქვენ ჩათვლით, რომ გამოიცანით, ძალიან გთხოვთ, არ გაამხილოთ ეს საიდუმლო, მხოლოდ გაიღიმეთ... წამყვანი ფურცელზე დიდი ასოებით აწერს სათაურს ,,საიდუმლო უცნობი“, ჩაიფიქრებს რომელიმე მოსწავლეს და წერს პირველი მინიშნებას. მაგ: ,,მე მაქვს ცისფერი თვალები“. იმისათვის, რომ გამარტივდეს კითხვის პროცესი, ტექსტს უნდა დავურთოთ შესაბამისი გრაფიკული ელემენტები. მაგ: სიტყვა ცისფერი დავწეროთ ცისფერი ფლომასტრით, იქვე შეგვიძლია მივახატოთ ცისფერი თვალები. წამყვანი წერს შემდეგ მინიშნებას. მაგ: ,,მე მაქვს ქერა თმები“. ისევ უმატებს გრაფიკულ ილუსტრაციას და სთხოვს ბავშვებს ხმამაღლა წაიკითხონ ნაწერი. ასე გრძელდება მინიშნება: რომელი თამაში უყვარს, ჰყავს თუ არა შინაური ცხოველი, რა პიროვნული ღირსებებია აქვს მას და ა. შ. წამყვანი ახსენებს ბავშვებს, რომ თუ ისინი თვლიან, რომ იციან პასუხი, უნდა გაიღიმონ. თვითონ კი მინიშნებების ბოლოს მიაწერს: ,,ვინ ვარ მე?“ ბოლოს წამყვანი კიდევ ერთხელ კითხულობს ჩამოწერილ მინიშნებებს და ,,საიდუმლო უცნობს“ მიმართავს, რომ ადგეს. მინიშნებები უნდა იყოს კონკრეტული და არაორაზროვანი. როდესაც ჩაფიქრებულ მოსწავლეს სთხოვს წამოდგეს, წამყვანი მას უყურებს თვალებში. დასასრულს ამ მოსწავლეს გადაეცემა ეს ფურცელი, მას შეუძლია დახატოს მასზე საკუთარი პორტრეტი და წაიღოს სახლში.
თამაში ,,დაიჭირე თაგუნა“ ( 6 წლიდან )
მიზანი: გექნებათ საშუალება ოდნავ შეისვენოთ სანამ ბავშვები ჩუმად მოძრაობენ ოთახში. ბავშვებისათვის ეს რის სასიამოვნო შესვენება მუსაობასი, რაც შემდეგ საშუალებას მისცემთ ისევ მოიკრიბონ ყურადრება და ენერგია. ამის სემდეგ ბავშვები უკეთ შეძლებენ ისეთი დავალებების შესრულებას, რაც ყურადღების მობილიზაციას მოითხოვს.
ინსტრუქცია: წარმოიდგინეთ, რომ სწორედ ახლა და სწორედ აქ დაიჭერთ თაგვს. წარმოიდგინეთ ლამაზი, თეთრი თაგუნია წაწვეტებული სახითა და სიმპატიური ნაცრისფერი თვალებით, რომელიც სწრაფად მოძრაობს იატაკზე თავისი ოთხი პაწია თათით. თქვენ უნდა იმოძრაოთ სრულიად უხმაუროდ, რომ არ დააფრთხოთ ეს პატარა ცხოველი. რაც შეიძლება ნელა მიეპარეთ თქვენს თაგუნიას, გაიარეთ მთელი ოთახი, მიდით თქვენს ადგილთან. დაე თქვენი თაგვი დარჩეს თქვენს წინ მჯდომარე. თუ გინდათ, შეგიძლიათ თქვენს დგილზე აიყვანეთ ხელში და მიეფერეთ, ან უბრალოდ უყურეთ ყურადღებით, როგორ ზის და იყურება აქეთ-იქით... (დაელოდეთ, სანამ ყველა ბავშვი თავის ადგილს დაუბრუნდება.) ახლა დაემშვიდობეთ თქვენს თაგუნიას და გონებაში თვალი მიადევნეთ როგორ გაიქცევა ყველა თაგვი კარისკენ. მე ოდნავ გავაღებ კარს, რომ ყველამათგანმა შეძლოს გასვლა.