კომპლექსური დავალებები


 კომპლექსური დავალება  :პინოქიო ყიდის ანბანს"

კლასი -2 

პედაგოგი: ნ.ნონიაშვილი





















სკოლა: მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლა

კლასი III -

პედაგოგი: ნ.ნონიაშვილი

 


კომპლექსური დავალების სათაური: მზის სისტემა და მოდელის შექმნა

 

კომპლექსური დავალების პირობა: ინტერნეტის ან ენციკლოპედიის საშუალებით მოიძიეთ ინფორმაცია დედამიწის და მზის სისტემის შესახებ

ასურველია თქვენს მიერ მოძიებული ინფორმაცია იყოს ტექსტური ან ვიზუალური;

შესრულებულ დავალებაში ნათლად უნდა ჩანდეს:

·         ოძიებული ინფორმაციიდან რა ინფორმაცია მოიძიე ინტერნეტიდან და რა ინფორმაცია ენციკლოპედიიდან;

·         ოძიებულ ინფორმაციას რა სახით შეინახავთ კომპიუტერში;

·         საჭიროების შემთხვევაში როგორ წარუდგენთ კლასს შენს მიერ შემქნილ პრეზენტაციას;

კომპლექსური დავალების განხორციელების ნაბიჯები (ეტაპები)

ნაბიჯი 1

ნაბიჯის დასახელება(თემა) : შეჯამება

შევაჯამეთ შესწავლილი მასალა პლანეტების ირგვლივ

საჭირო კითხვები:

რამდენი პლანეტა შედის მძის სისტემაში?

მათ შორის არის დედამიწა?

რომელ პლანეტაზე გვაქვს ყველზე ბევრი ინფორმაცია?

რომელი პლნატის ვიზუალმა დაგაინტერესათ?

გაქვთ სურვილი პლანეტებზე მეტი ინფორმაცია მივიღოთ?

საჭირო რესურსები: სახელმძღვანელო, ფოტოები, გლობუსი, ბურთი, ფარანი, ფაილები, პროექტორი, კომპიუტერი

ნაბიჯი 2

ნაბიჯის დასახელება (თემა): ინფორმაციის მოძიება

რესურსი: კომპიუტერი, ინტერნეტი, ენცკლოპედია.

ნაბიჯის აღწერა: ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროებიდან წინასწარ მითითებული კრიტერიუმებით, ინფორმაციის გაფილტვრა სანდოობის პრინციპების დაცვით, დახარისხება, გადმოწერა წყაროს მითითება ლინკების სახით.

ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა: რომელიმე საგანში გავლილი მასალის შესახებ მოიძიეთ ინფორმაცია, გაფილტრეთ, დაახარისხეთ, გადმოწერეთ და მიუთითეთ წყარო.

ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები: საინტერესო იყო თუ არა მუშაობა აღნიშნულ თემაზე, სანდოობის დასადგენად რას მიაქციე ყურადღება.

ნაბიჯი 3 მოდელის შექმნა, პრეზენტაცია და გამოფენა სკოლის დერეფანში

ნაბიჯის დასახელება (თემა):რედაქტირების ეტაპები

რესურსი: ქაღალდი, ფერადი ფანქრები, პლასტელინი, წებო, ბუშტები, მანათობელი კაბელი, ბურთები.კარდონის ქაღალდები.

ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა: ამზადებენ მზის სისტემის მოდელს ყველა მოსწავლე ინდივიდუალურად

ნაბიჯის დავალება (შუალედური დავალება): დაიცვან შესწავლილი, ან მოძიებული მასალის სისწორე, პლანეტების ფერები, ზომები, განლაგება

ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები: საინტერესო იყო თუ არა მუშაობა აღნიშნულ თემაზე, დაგეხმარათ თუ არა პრეზენტაცია დავალების მარტივად აღქმასა და გადმოცემაში?













Комментариев нет:

Отправить комментарий