понедельник, 29 июля 2013 г.

ინტერაქტიული თამაშები

თამაში - ,,საიდუმლო უცნობი”
            მისი გამოყენება შესაძლებელია 7 წლის ასაკიდან, როცა ბავშვებმა უკვე იციან კითხვა. ბავშვებს ძალიან უყვართ ეს თამაში, რადგანაც მოსწონთ საიდუმლოების ამოცნობა. მათ უნდა გამოიყენონ მასწავლებლის სიტყვიერი და გრაფიკული მინიშნებები, იმისათვის, რომ გაარკვიონ, რომელი მოსწავლეა საიდუმლო უცნობი. კარგი იქნება თუ ამ თამაშს ხშირად გავიმეორებთ, რათა თითოეულ მოსწავლეს მივცეთ საშუალება იყოს ამოცნობილი. თამაშის მიზანია ბავშვებს დაეხმაროს პოზიტიური თვითშეფასების ჩამოყალიბებაში, კომუნიკაციური უნარების განვითარებაში, ერთმანეთის უკეთ შეცნობაში. თამაშისათვის საჭიროა მოზრდილი ფურცელი და ფლომასტერები. წამყვანი: მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ თამაში, სადაც მე ჩავიფიქრებ ერთ- ერთ მოსწავლეს, თქვენ კი - უნდა გამოიცნოთ, ვისზეა საუბარი. მე თანდათანობით მოგცემთ მინიშნებებს ,,საიდუმლო უცნობის“ შესახებ. თუ თქვენ ჩათვლით, რომ გამოიცანით, ძალიან გთხოვთ, არ გაამხილოთ ეს საიდუმლო, მხოლოდ გაიღიმეთ... წამყვანი ფურცელზე დიდი ასოებით აწერს სათაურს ,,საიდუმლო უცნობი“, ჩაიფიქრებს რომელიმე მოსწავლეს და წერს პირველი მინიშნებას. მაგ: ,,მე მაქვს ცისფერი თვალები“. იმისათვის, რომ გამარტივდეს კითხვის პროცესი, ტექსტს უნდა დავურთოთ შესაბამისი გრაფიკული ელემენტები. მაგ: სიტყვა ცისფერი დავწეროთ ცისფერი ფლომასტრით, იქვე შეგვიძლია მივახატოთ ცისფერი თვალები. წამყვანი წერს შემდეგ მინიშნებას. მაგ: ,,მე მაქვს ქერა თმები“. ისევ უმატებს გრაფიკულ ილუსტრაციას და სთხოვს ბავშვებს ხმამაღლა წაიკითხონ ნაწერი. ასე გრძელდება მინიშნება: რომელი თამაში უყვარს, ჰყავს თუ არა შინაური ცხოველი, რა პიროვნული ღირსებებია აქვს მას და ა. შ. წამყვანი ახსენებს ბავშვებს, რომ თუ ისინი თვლიან, რომ იციან პასუხი, უნდა გაიღიმონ. თვითონ კი მინიშნებების ბოლოს მიაწერს: ,,ვინ ვარ მე?“ ბოლოს წამყვანი კიდევ ერთხელ კითხულობს ჩამოწერილ მინიშნებებს და ,,საიდუმლო უცნობს“ მიმართავს, რომ ადგეს. მინიშნებები უნდა იყოს კონკრეტული და არაორაზროვანი. როდესაც ჩაფიქრებულ მოსწავლეს სთხოვს წამოდგეს, წამყვანი მას უყურებს თვალებში. დასასრულს ამ მოსწავლეს გადაეცემა ეს ფურცელი, მას შეუძლია დახატოს მასზე საკუთარი პორტრეტი და წაიღოს სახლში.
თამაში ,,დაიჭირე თაგუნა“ ( 6 წლიდან )
მიზანი: გექნებათ საშუალება ოდნავ შეისვენოთ სანამ ბავშვები ჩუმად მოძრაობენ ოთახში. ბავშვებისათვის ეს რის სასიამოვნო შესვენება მუსაობასი, რაც შემდეგ საშუალებას მისცემთ ისევ მოიკრიბონ ყურადრება და ენერგია. ამის სემდეგ ბავშვები უკეთ შეძლებენ ისეთი დავალებების შესრულებას, რაც ყურადღების მობილიზაციას მოითხოვს.
ინსტრუქცია: წარმოიდგინეთ, რომ სწორედ ახლა და სწორედ აქ დაიჭერთ თაგვს. წარმოიდგინეთ ლამაზი, თეთრი თაგუნია წაწვეტებული სახითა და სიმპატიური ნაცრისფერი თვალებით, რომელიც სწრაფად მოძრაობს იატაკზე თავისი ოთხი პაწია თათით. თქვენ უნდა იმოძრაოთ სრულიად უხმაუროდ, რომ არ დააფრთხოთ ეს პატარა ცხოველი. რაც შეიძლება ნელა მიეპარეთ თქვენს თაგუნიას, გაიარეთ მთელი ოთახი, მიდით თქვენს ადგილთან. დაე თქვენი თაგვი დარჩეს თქვენს წინ მჯდომარე. თუ გინდათ, შეგიძლიათ თქვენს დგილზე აიყვანეთ ხელში და მიეფერეთ, ან უბრალოდ უყურეთ ყურადღებით, როგორ ზის და იყურება აქეთ-იქით... (დაელოდეთ, სანამ ყველა ბავშვი თავის ადგილს დაუბრუნდება.) ახლა დაემშვიდობეთ თქვენს თაგუნიას და გონებაში თვალი მიადევნეთ როგორ გაიქცევა ყველა თაგვი კარისკენ. მე ოდნავ გავაღებ კარს, რომ ყველამათგანმა შეძლოს გასვლა.