понедельник, 21 октября 2013 г.
воскресенье, 13 октября 2013 г.
ჩვენი პირველი ექსკურსია
გულის ფანცქალით ელოდებოდნენ ჩემი პატარები როდის გათენდებოდა 13 ოქტომბერი და წავიდოდნენ ექსკურსიაზე. დღეებს, საათებს ითვლიდნენ...
გათენდა ნანატრი დღეც...
ერთად შევიკრიბეთ და გავუყევით სათაფლიის გზას, მახსოვს ბავშვების გაოცებული თვალები როცა დაინახეს დინოზავრების გამოსახულებები, ვიღაცამ ტყეც შენიშნა, ერთერთ მათგანს კითხვაც დაებადა: " ალბათ ამ ტყეში ცხოვრობენ ხო მას". დინოზავრის ნაკვალევს თავიაანთი ფეხის ნაკვალევს ადარებდნენ, ზოგი ხელის მტევანს .
რა საოცრები არიან ეს ბავშვები...
ჩვენი შემდეგი გაჩერება გელათი იყო, ალბათ იშვიათია ადამიანი საქართველოში ვისაც ეს დიდებული ადგილი არ უნახია ან როგორ შეიძლება არ მოინახულოს ქართველმა კაცმა დიდი დავითის საფლავი?!

"ფეხი დამადგით გულზე დამადგით ფეხი ყოველმან"
ასე ისურვა დიდმა დავითმა ყოვლის მპყრობელმა
და ჩვენც მოვედით მისი თხოვნის შესასრულებლად,
მის წინაშე მუხლს მოვიყრით მოწიწებითა"
არც ფიცის დადება დავიწყნიათ ჩემს პატარებს, ყველამ ერთხმად შეჰფიცეს დავითს რომ ისწავლიდნენ საუკეთესოდ, იქნებოდნენ ქვეყნისა და უფლის მოყვარულნი, კეთილნი და სამართლიანნი.
ჩვენი ბოლო გაჩერება მოწამეთა იყო. დაგლილობის მიუხედავად, ბავშვებს არ დაზარებიათ მონასტრის ნახვა, წმინდანთა საფლავების მონახულება და სურვილების ჩათქმა.
ნეტავ რას სთხოვდნენ... ნეტავ რას ოცნებობდნენ... რა იყო მათი სურვილები...
მიხაროდა მათ ბედნიერ სახეებს რომ ვუყურებდი, როგორ ილხენდნენ,დარბოდნენ, თამაშობდნენ, ლოცულობდნენ...
ნეტავ თუ ემახსოვრებათ ეს დღე ორი წლის შემდეგ, სამი წლის შემდეგ...მე ვიცი ყოველთვის მემახსოვრება , ან რა დამავიწყებს ამ დღეს, ჩემს საყვარელ ბავშვებს. მათ ბედნიერ სახეს...
Подписаться на:
Сообщения (Atom)