пятница, 28 февраля 2014 г.

დედავ სიცოცხლის დიდი საწყისო...

      ყველა დედას ვულოცავ 3 მარტს, გისურვებთ სიხარულს, სიყვარულს, ბედნიერ დედობას, შვილების ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას....
      ჩემი პატარები საკუთარი ხელით დამზადებული ბარათებითა და ყვავილების კალათებით ულოცავენ თავიაანთ დედებს დედის დღეს.


ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი - მხოლოდ ერთია.
დედა ერთია ვით მზის ამოსვლა.
ვით უკდავება, დედა ერთია,
და ქვეყანაზე ომის დაწყება
ეგ იგივეა - დედას ესვრიან.
ახალს ლანდივით შორდება ძველი,
ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან,
არ გაჩენილა დედის შემცვლელი, -
სილამაზე და დედა ერთია.
დედა ერთია ვით სინანული,
ვით სისპეტაკე, დედა ერთია,
სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა
მხოლოდ დედას თუ გაუბედნია.
დედამ დათესა ეგ სილამაზე,
დასაბამიდან რასაც ეტრფიან,
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია






суббота, 22 февраля 2014 г.

გამოდით,გამოდით ახალი წელია...

ახალი წელი 2014


მე და ჩემი პატარა პირველ კლასელები ყველას გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ სიყვარულს,სიხარულს და ღვთის წყალობას.