понедельник, 14 апреля 2014 г.

დედაენის დღე

             ეს დღე ყველა ქართველის დღეობაა, ყველა იმ ადამიანისა ვინც საქართველოში დაბადებულა და გაზრდილა.
            ყველა ჩვენთაგანის პირველი წიგნი "დედაენა" იყო, ამ წიგნით იზრდება დღესაც ჩვენი მომავალი თაობა.
             დედაენისადმი სიყვარული და პატივისცემა ჩემმა პირველ კლასელებმა თავიაანთი ლექსებით და სიმღერებით გამოხატეს. პირველ კლასელებთან ერთად, ეს არაჩვეულებრივი  დღე მეორე და მესამე  კლასელებმაც აღნიშნეს და ყველამ ერთად საკუთარი ხელით დამზადებული "დედაენის" წიგნები საჩუქრად გადასცეს ჩვენი სკოლის პედაგოგებს.