воскресенье, 30 ноября 2014 г.

ჩვენი სტუმარი

       "ყოველთვის გვგონია, რომ პოეზიაში ახალი არაფერი მოხდება, თუ ჯერ კულტურაში არ მოხდა რაღაც განსაკუთრებული, მაგრამ საუკეთესო გამონაკლისები ცხადყოფს ამ თვალსაზრისის უსაფუძვლობას. მაგალითად, რა კულტურული ბუმი უძღოდა დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ან გალაკტიონის გამოჩენას? არანაირი. თითოეულმა მათგანმა თვითონ შექმნა ახალი კულტურა; ყოველგვარი ჯგუფობრიობის, დეკლარაციებისა და მანიფესტების გარეშე ჩამოაყალიბეს ახალი პოეტური მიმართულებანი."
      ამ გამონათქვამში ჩვენც დავრწმუნდით, როცა ჩვენს სკოლას სტუმრად ეწვია პოეტი -გოდერძი სუქნიძე.    27 ნოემბერი, სკოლა "მერმისში" ნამდვილი პოეზიის დღედ იქცა.
        სტუმარმა ჩვენს პატარებს გააცნო ცნობილი ქართველი მწერლების  შედევრები, გააცნო საკუთარი შემოქმედებაც, რამაც მოსწავლეების დიდი აღტაცება გამოიწვია. პოეზიის საღამო ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ წაკითხული ლექსებით დაგვირგვინდა. ბავშვებმა გამოთქვეს სურვილი თავადაც ეცადათ და შეექმნათ ლექსები, მოეწყოთ საღამოები და მსმენელისთვის გაეცნოთ იგი.




воскресенье, 16 ноября 2014 г.

წმინდა ნინო

ღონისძიების ფოტოები,რომელიც მიეძღვნა წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს

































вторник, 4 ноября 2014 г.

გეპატიჟებით ყველას...

"ჭირვეული უფლისწული"


გეპატიჟებით ყველას, 5 ნოემბერს, პირველის ნახევარზე.
II კლასის მოსწავლეები წარმოგიდგენენ სპექტაკლს: "ჭირვეული უფლისწული".













ვიდეო ნაწილი I



ვიდეო ნაწილი II



ვიდეო ნაწილი III