вторник, 24 марта 2015 г.

მერმისელების ერთობლივი წარმატება

21 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კონკურსი „მოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეების“ ფინალური ეტაპი, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ნამუშევრებს ჟიურის წევრები აფასებდნენ, რომელშიც ხუთი პირი შედიოდა . კონკურში მონაწილეობა სკოლა "მერმისის"  მეორე კლასის მოსწავლეებმაც მიიღეს, ომიკო გურეშიძემ და ლუკა ხოჯავამ.
            ჯიურის შეფასებით 44 ქულა დავიმსახურეთ და საუკეთესო ათეულში მოვხვდით, მოსწავლეები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, ასევე სერთიპიკატი გადაეცა  ჩვენს სკოლას,  დიდი მადლობა Tsu Eco Club  და თბილისის საბავშვო უნივერსიტეტს ასეთი ლამაზი ღონისძიებისთვის და მოსწავლეების გახარებისთვის.



понедельник, 16 марта 2015 г.

ჩვენი ბავშვები

                 
21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე!
მე ვირჩევ თანასწორობას, დაცულ უფლებებს და ოჯახის თანადგომას.

21 მარტი - 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება მათ შორის საქართველოში.
კავშირი “ჩვენი ბავშვები” წელს მეოთხედ უერთდება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს .



სკოლა "მერმისის" მეორე კლასის მოსწავლეებიც უერთდებიან ამ აქციას და მხარდაჭერას გამოხატავენ საკუთარი ხელით დამზადებული აპლიკაციებით.












понедельник, 9 марта 2015 г.

ჩვენი პირველი კონფერენცია

         
          9 მარტს სკოლა "მერმისის" სააქტო დარბაზში გაიმართა შიდა სასკოლო, საგაზაფხულო კონფერენცია  თემაზე: "დედა - სიცოცხლის ლამპარი". კონფერენციაზე მონაწილეობას იღებდნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები. მათ საკუთარი ნაშრომები გააცნეს სტუმრებსა და მშობლებს. ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა პირველი ადგილის მფლობელები და ხალხის რჩეული.
                  კონფერენციაში მონაწილეობას მეორე კლასის მოსწავლეებიც იღებდნენ და სიგელებიც დაიმსახურეს.    საუკეთესო თემის წარდგენისთვის სიგელები მოიპოვეს: კაპანაძე ლუკამ, სოფრომაძე ლაშამ, აბესაძე ლანამ, გურეშიძე ომიკომ, პირველი ადგილი მოიპოვეს შონია ლიზიმ და მახარაძე დავითმა, ხოლო ხალხის რჩეული გახდა ტალახაძე მარიამი.
                 დიდი მადლობა  ჩემო პატარებო ასეთი აქტიურობისათვის.ძალიან უყვარხართ თქვენს ნინო მასწავლებელს.
 

ეს ვიდეო რგოლი კი თქვენ გეძღვნებათ ძვირფასო მშობლებო.






























пятница, 6 марта 2015 г.

ვიმეტყველოთ ქართულად

           მე და ჩემი მეორე კლასის მოსწავლეები, აქტიურად ჩავერთეთ აქციაში "ვიმეტყველოთ ქართულად". აქციის მიზანია უარი ვთქვათ ბარბარიზმებზე და ვიმეტყველოთ ქართულად.  ბარბარიზმები ესაა სიტყვები, რომლებიც შემოსულია მშობლიურ ენაში სხვა ენებიდან საჭიროების გარეშე.
მოსწავლეებმა გადაწყვიტეს სასაუბრო ლექსიკონიდან ამოიღონ ბარბარიზმები და გამართული მშობლიური ენით ისაუბრონ.
     ბარბარიზმებთან ბრძოლა დიდი ხანია მიმდინარეობს და მასში ყველა მოსწავლე გაერთიანდა, ამიტომ სკოლა "მერმისის" მეორე კლასის მოსწავლეები გიწვევთ აქციაში  I, III და IV კლასის მოსწავლეებს.













понедельник, 2 марта 2015 г.

გილოცავთ 3 მარტს

           

   სწორედ გაზაფხულზე, ამ მშვენიერ დროს, თქვენსავით მშვენიერ დროს, ძვირფასო მშობლებო, დედებო, ბებიებო, მასწავლებლებო, დიდი სიყვარულით და პატივისცემით გილოცავთ დედის დღეს, ქალთა დღეს, გისურვებთ გაზაფხულივით ლამაზ ცხოვრებას, გამრავლებას და ლამაზი ოცნებების ასრულებას....

 მე და ჩემმა პატარება დედებისთვის აი ასეთი მისალოცი ბარათები დავამზადეთ, ისინი დიდი ხალისით და მონდომებით ასრულებდნენ სამუშაოს.