среда, 13 января 2016 г.

ჩვენი პირველი გაკვეთილი. თემა: " საახალწლო ლექსიკონი"

         ჩვენმა პირველმა გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა, გაკვეთილიც საინტერესო და მრავალფეროვანი გამოვიდა. ბავშვები დიდი ხალისით ასრულებდნენ დავალებებს, განსაკუთრებით მოეწონათ ნაძვის ხის საახალწლო სიტყვებით მორთვის პროცესი.



გაკვეთილის გეგმა:

გაკვეთილის მთავარი თემა
საახალწლო ლექსიკონი
სწავლების საფეხური/მოსწავლეთა პროფილი
II კლასი, 11მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა
მოსწავლეებმა გააცნობიერონ ახალი სიტყვის მნიშვნელობა.გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი. თხრობისას გამოიყენონ მართებული სიტყვაფორმები. შეძლონ მხატვრული ტექსტის წაკითხვა და გაგება.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ამბის გადმოცემისას გამოიყენოს მართებული სიტყვა ფორმები და მარტივწინადადებები.თავისუფლად ამოიცნოს ნაცნობი სიტყვები. გააგრძელოს სხვის მიერ დაწყებული კითხვა.ტექსტის კონკრეტულ მონაკვეთში მოიძიოს მითითებული სიტყვა.შეადაროს და კითხვის დასმის საშუალებით დააჯგუფოს სიტყვები. დაწეროს კარნახით. სახელები და მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები შეათანხმოს რიცხვში.
ქართ.II.3.მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
ქართ.II.3. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფრვა.
ქართ.II.6.მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტში ინფორმაციის მოძიება მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
ქართ.II.7.მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.
ქართ.II.11.მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად გააზრება

წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან, რომ წინადადება სიტყვებისაგან შედგება, სიტყვები კი-მარცვლებისა და ასოებისაგან.შესწავლილი აქვთ მოთხრობა " სიტყვის კაცი", ამიტომ ახალი გაკვეთილის გმირი მათთვის უკვე ნაცნობია.
შეფასების საგანი დაპროცედურები
წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით ვაფასებ  მუშაობას და პრეზენტაციას.გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
დაფა,ცარცი,თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები,ფერადი ფურცლები,  საწერი კალამი, ყუთი
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმეტი
კლასის ორგანიზება.
A-ფაზა. გამოწვევა.8 წთ.
აქტივობა 1. წყვილებს ვურიგებ ფურცლებს, სადაც წერია ტექსტი,(ლავრენტი ჭიჭინაძე -                                             „მეკვლე“). ტექსტიდან უნდა ამოიწერონ ის სიტყვები, რომლებიც საახალწლო  ლექსიკონს შეესაბამება.
B-ფაზა.შინაარსის რეალიზება.
აქტივობა 2. 10 წთ.პაუზებით კითხვა.
წავაკითხავთ ფრაგმენტებს ტექსტიდან. ვსვამ კითხვებს:
წელიწადის რომელი დროა ტექსტში?
ვინ ეწვიათ სტუმრად პატარებს?
საიდან გვეცნობა სიტყვის კაცი? რომელ ნაწარმოებში შევხვდით მას?
რომელს სიტყვებს ჩაწერდით საახალწლო ლექსიკონში?
აქტივობა: 3.  7 წთ -შევადაროთ პირველი და მეორე ტექსტი ერთმანეთს.
რა საერთო აქვს ამ ორ ტექსტს?
რომელ სიტყვებს დაამატებდით საახალწლო ლექსიკონში?
აქტივობა:4  10 წთ
საახალწლო ლექსიკონდან მოსწავლეები ფურცლებზე დაწერენ სიტყვებს და მიამაგრებენ ნაძვის ხეზე
C-ფაზა. რეფლექსია. 5 წთ
შევაჯამებ გაკვეთილს. მოსწავლეების შეფასებისას გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას. მივცემ სახელმძღვანელოდან ,,წერით დავალებას
 
 დამატებითი ტექსტი:

ავტორი- ლავრენტი ჭიჭინაძე                                              „მეკვლე
    დიდ ოთახში მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხე დგას. რა სათამაშო გინდა, რომ ზედ არ ეკიდოს. ნამდვილი ლოყაწითელი ვაშლებით, ჩურჩხელებით, კანფეტებით დახუნძლულა ტოტები. ბრჭყვიალებენ პატარა ნათურები. მაგრამ სანამ საათი თორმეტჯერ არ ჩამოკრავს, არ აანთებენ. ოთახი ჩაბნელებულია. იციან, ვინ უნდა ააციმციმოს პატარა ელნათურები - ჯაბას აქვს მინდობილი. უფროსები კი საახალწლო სუფრის ირგვლივ ფუსფუსებენ.
           თეთრწვერა პაპა თორნიკე ნელა დაბაჩუნობს, ათვალიერებს სუფრას. ნამდვილი თოვლის პაპაა, უკეთესს ვერ ინატრებ!
დადგა სანატრელი წუთი.  საათმა თორმეტჯერ ჩამოკრა.
- აბა, ჯაბა! - დაიძახა პაპა თორნიკემ.. პასუხი არ იყო.
- ჯაბა! - ეძახის ბებიაც.    ჩამიჩუმი არ ისმის.  ყველა კუთხე-კუნჭული მიათვალ-მოათვალიერეს, მაგრამ ბავშვი არ ჩანდა.
- ეს რა მოგვიწყო ამ საახალწლოდ?! - გაუკვირდა დედას.
- ხომ არ გაგიჯავრებიათ? - იკითხა ბებიამ.  ის იყო მეზობლებში აპირებდნენ გასვლას, რომ კარის კაკუნი კი არა, ბრახუნი გაისმა. ხმაც შემოესმათ:
- შემოვდგი ფეხი!   დედამ ბიჭუნა იცნო, მაგრამ მაინც შეეკითხა:
- ვინ ხარ?
- ახალი წელი! - უპასუხა ჯაბამ.
- რა მოგაქვს? - შესძახა პაპამ.
- მშვიდობა!
- კიდევ რა მოგაქვს? - შეეკითხა დედა.
- ბედნიერება!
- კიდევ, კიდევ? - ახლა მამა ჩაერია.
- სიუხვე!
- კიდევ რა? - ბებიამაც გაიმეორა.
- სიკეთე!
უფროსებს პატარა თამრიკომაც მიბაძა:
- კიდევ? - და ისიც უფროსებთან ერთად გადაეხვია ძმას.
- ათიანები
პატარა მეკვლემ ააციმციმა ათასფერი ნათურები ნაძვის ხეზე. მთელი ოთახი გაამხიარულა! პატარა მეკვლე წინ გაიმძღვარეს. გაჩირაღდნებულ ნაძვის ხეს შემოუარეს. ჯერ პაპა თორნიკემ თქვა:
- ძველი მივდივარ ქებით, დიდებით!
მერე პატარა ჯაბამ სჭექა:
- ახალი მოვდივარ ახალი იმედით!



ფოტოები: