суббота, 18 июня 2016 г.

ჩემო პატარებო

    
  ჩემო პატარა მეგობარო,  ჩვენ დროებით ერთმანეთს ვემშვიდობებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სწავლა  და კითხვა დავივიწყოთ, დავალებები არდადეგებზეც გვექნება დასაწერი და  წიგნები წასაკითხი. თუ არ იზარმაცებ და ცოტა დროს მეცადინეობასაც დაუთმობ, მომავალ წელს შენ ერთერთი საუკეთესო მოსწავლე იქნები. მე მჯერა, რომ შენ ჩემ თხოვნას შეასრულებ და სკოლაში უკვე მომზადებული დაბრუნდები. ჩვენ კი, როგორც ყოველთვის დაუვიწყარი თავგადასავალი გველოდება წინ.      წასაკითხი წიგნების სიას მე მოგაწვდი, შენ ჩამონათვლიდან, შენი სურვილით აირჩიე წიგნი, წიგნი უნდა წაიკითხო დაკვირვებით და როცა კითხვას დაასრულებ,  უნდა შეავსო ჩემს მიერ გამოგზავნილი კითხვარი. თუ ყველაფერს სწორად უპასუხებ შენ დაიმსახურებ „საუკეთესო მკითხველის“  სიგელს.

აირჩიე  წიგნი და დაიწყე  კითხვა:
ასტრიდ ლინდგრენი    - „ პეპი გრძელი წინდა
ჯანი როდარი    - „ ჩიპოლინოს თავგადასავალი 
ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი 
შარლ პერო    -„ჩექმებინაი კატა 
ელისი საოცრებათა ქვეყანაში
გურამ პეტრიაშვილი     - პატარა ქალაქის ზღაპრები 
რევაზ ინანიშვილის მოთხრობები
„პიტერ პენი“
ვაჟა-ფშაველას   -  შვლის ნუკრის ნაამბობი
 ეზოპეს, კრილოვის, ორბელიანის იგავები


დაასრულე კითვა?   უპასუხე კითხვებს

1   .       რომელი წიგნი წაიკითხე?   ---------------------------------------------------------------------
2.    წაკითხული წიგნის ავტორია ----------------------------------------------------------------------
3.    რომელ ქვეყანაში ხდება მოქმედება?--------------------------------------------------------------
4.    ვინ არიან წიგნის მთავარი მოქმედი გმირები?----------------------------------------------------
5.    ჩამოწერე მათი დადებითი და უარყოფითი თვისებები
დადებითი:---------------------------------------------------------------------------------------------
უარყოფითი: ------------------------------------------------------------------------------------------
6.    გაიხსენე რომელიმე ეპიზოდი და გაგვიზიარე ჩვენც------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7.    რა გასწავლა ამ მოთხრობამ?-------------------------------------------------------------------------
8.    დახატე ის ეპიზოდი რომელიც შენ ყველაზე ძალიან მოგეწონა












среда, 1 июня 2016 г.

                                   ზაფხულის პირველი დღე  ...

          მრავალ ქვეყანაში აღინიშნება ბავშვთა  საერთაშორისო დღე. იგი ყველაზე უძველესი  საერთაშორისო დღესასწაულია.  დაარსებულია ბავშვთა  კეთილდღეობისადმი მიძღვნილ 1925 წლის ჟენევის    მსოფლიო კონფერენციაზე. ერთ-ერთი ვერსიით 1 ივნისს  ამ თარიღის აღნიშვნა დაკავშირებულია ჩინელი პოლიტიკოსის სახელთან. 1925 წლის 1 ივნისს სან-ფრანცისკოში ჩინეთის გენერალურმა კონსულმა შეკრიბა ჩინელი ობოლი ბავშვები და მოაწყო მათთვის დუან-უ ცზეს ზეიმი (ნავი-დრაკონების ფესტივალი). ბედნიერი შემთხვევის წყალობით ეს დღე დაემთხვა ”ბავშვთა” კონფერენციას ჟენევაში.             1950  წლის 1 ივნისს ჩატარდა ბავშვთა დაცვის პირველი საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც ეს დღე ყოველწლიურად არის მიჩნეული სადღესასწაულოდ.
              გადავწყვიტეთ  ჩვენც აღგვენიშნა ეს ლამაზი დღე და ჩვენი სკოლის ყველა ბავშვისთვის მიგველოცა ეს ლამაზე დღესასწაული.  მოსწავლეებმა  თავიაანთი სურვილები ნახატებით, ლექსებითა და წერილებით გამოხატეს.