пятница, 16 декабря 2016 г.

მზადება ახალი წლისთვის

     აი, მიიწურა წელი, ჩვენც თითქოს შრომით დაღლილებმა გადავწყვიტეთ ერთი გაკვეთილი დაგვესვენა, გვესაუბრა, ცოტა გვეთამაშა, სამახსოვრო სურათები გადაგვეღო და საახალწლო მზადება დაგვეწყო.
      შევაჯამეთ წლის ნაშრომი და კარგი შედეგიც გვაქვს, ახლა კი დროა, ჩვენი თეატრალური მონაცემებიც შევამოწმოთ. მგონი კარგი გამოვიდა ჩვენი ფოტო-სესია...



среда, 7 декабря 2016 г.

სტუმრად თეატრში

   
6 დეკემბერს  ვესტუმრეთ თოჯინების თეატრს, ვნახეთ სპექტაკლი "ძილისგუდა", ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მათ მოსწონთ სპექტაკლები,განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი თავად ხდებიან მისი მონაწილე და შემსრულებლები.

               ბედნიერია ყველა ის მსახიობი, ვინც ასეთ დიდი სიხარულს სჩუქნის პატარებს, ახარებს მათ გულებსა და აყვარებს თეატრს, უყალიბებს გემოვნებასა და ფანტაზიის უნარს, და ჩვენც პედაგოგები ვალდებულნი ვართ  ხელი შევუწყოთ პატარების განვითარებას, სწორად აღზრდას.