вторник, 31 октября 2017 г.




კალიგრაფია არის -ლამაზად წერის ხელოვნება!

       ქართული კალიგრაფია ჩვენი ქვეყნის კულტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. ეს ის განსაკუთრებული მემკვიდრეობაა, რაც ყველასგან გამოარჩევს ჩვენს ერს. ქართული დამწერლობა მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის ერთ-ერთია. უძველესი ასომთავრული, ნუსხური და თანამედროვე მხედრული ხელნაწერები ხალხის დიდ მოწონებას იმსახურებს. ამ კულტურის შენარჩუნების, პოპულარიზაციისა და მომავალი თაობების მეტად დაინტერესების მიზნით შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლაში  ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ მეორე კლასის მოსწავლეები. კონკურსი წარიმართა ორ ეტაპად, მშობლებისა და მასწავლებლების აქტიური მონაწილეობით  გამოვლინდა ოთხი საუკეთესო ხელნაწერი.გამარჯვებული მოსწავლეები სკოლის დირექტორმა, ბატონმა მერაბ ჭოხონელიძემ პირადად დაასაჩუქრა გამარჯვებულები.
ანა ახალაია -II-დ კლასი, კლასის ხელმძღვანელი ნინო ნონიაშვილი.
მარიამ ჩხაიძე- II-გ  კლასი, კლასის ხელმძღვანელი ქეთევან კუბლაშვილი.
თეკლა ყურაშვილი- II-ა კლასი, კლაისის ხელმძღვანელი თინათინ აბესაძე.
თეკლა ხაჭაპურიძე -II-ბ კლასი,კლასის ხელმძღანელი თინათინ ფრუიძე.
   დიდი მადლობა კონკურსის მონაწილეებს,  მშობლებს , და ჩვენი სკოლის დირექციას   აქტიურობისა და მხარდაჭერისთვის. გისურვებთ წარმატებებს.















пятница, 23 июня 2017 г.

პირველი ექსკურსია

აი, მიიწურა პირველი წელი, თითქოს ცოტაა ერთი წელი, მაგრამ რამდენი კვირა, დღე, საათი გავატარეთ ერთად, ყოველი დილა ერთმანეთის ფერებით იწყებოდა და მომავალი შეხვედრის სურვილით მთავრდებოდა. ჩემო პატარებო, ძალიან შემაყვარეთ თავი , თქვენი პატარა თბილი გულები ყოველთვის მავსებდა სიყვარულით, სკოლა დამთავრდა, არდადეგები დაიწყო, მაგრამ მე მაინც თქვენს ფოტოებს ვეფერები, და წლევანდელ წელს ამ ვიდეო კოლაჟით დავამთავრებ. უყვარხართ ნინო მასწავლებელს ძალიან , ძალიან.



понедельник, 15 мая 2017 г.

გალერეა "ვარლა" და პატარა სტუმრები

     


პატარებისთვის ხატვა ერთერთი საყვარელი საქმიანობაა, ხატავენ ყველაფერს რასაც ხედავენ, რასაც ეხებიან, რაც უყვართ, რაც უნდათ და ამ ყველაფერს ხატავენ საკუთარი ფანტაზიით.  მათ მიერ დახატული მზე ნამდვილს საერთოდ არ ჰგავს, მაგრამ ის მაინც ლამაზი და შეუდარებელია.  მათ  განსხვავებული ხედვა აქვთ, ეს პატარები, ხომ სულ სხვა ფერებში ხედავენ, მათვის ყველაფერი ლამაზი, თბილი, და კეთილია, რადაგნ მათი გულებიც სწორედ ასეთია.
         დღეს, 15 მაისს ჩვენი სკოლის პედაგოგის ქალბატონ ლალი ხვადაგიანის ხელმძღვანელობით  ვესტუმრეთ გალერეა "ვარლამს", სადაც გამოფენილი იყო ქუთაისის სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრები. ბავშვები დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ ნამუშევრებს, ნახატებს შორის ამოიცნეს პორტრეტი, პეიზაჟი, გობელინი, ქანდაკება, რამდენიმე ნახატი მათი რჩეულიც აღმოჩნდა, რამდენიმემ მხატვრობის სურვილიც გამოთქვა.
         დიდი მადლობა ქალბატონო ლალი დღევანდელი დღის გალამაზებისთვის და მადლობა გალერეა "ვარლამს" მასპინძლობისთვის. ჩვენ ისევ  დავბრუნდებით...






































среда, 12 апреля 2017 г.

ქრისტე აღსდგა!

გილოცავთ  ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის უდიდეს დღესასწაულს!
დღეს სიკვდილზე, ცოდვაზე გამარჯვების დღეა!
ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც ღვთის  ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.
მე და ჩემი პატარები ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გთავაზობთ მათი პატარა ხელებით მოხატულ სააღდგომო კვერცხებს.