პატარებისთვის ხატვა ერთერთი საყვარელი საქმიანობაა, ხატავენ ყველაფერს რასაც ხედავენ, რასაც ეხებიან, რაც უყვართ, რაც უნდათ და ამ ყველაფერს ხატავენ საკუთარი ფანტაზიით. მათ მიერ დახატული მზე ნამდვილს საერთოდ არ ჰგავს, მაგრამ ის მაინც ლამაზი და შეუდარებელია. მათ განსხვავებული ხედვა აქვთ, ეს პატარები, ხომ სულ სხვა ფერებში ხედავენ, მათვის ყველაფერი ლამაზი, თბილი, და კეთილია, რადაგნ მათი გულებიც სწორედ ასეთია.
დღეს, 15 მაისს ჩვენი სკოლის პედაგოგის ქალბატონ ლალი ხვადაგიანის ხელმძღვანელობით ვესტუმრეთ გალერეა "ვარლამს", სადაც გამოფენილი იყო ქუთაისის სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრები. ბავშვები დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ ნამუშევრებს, ნახატებს შორის ამოიცნეს პორტრეტი, პეიზაჟი, გობელინი, ქანდაკება, რამდენიმე ნახატი მათი რჩეულიც აღმოჩნდა, რამდენიმემ მხატვრობის სურვილიც გამოთქვა.
დიდი მადლობა ქალბატონო ლალი დღევანდელი დღის გალამაზებისთვის და მადლობა გალერეა "ვარლამს" მასპინძლობისთვის. ჩვენ ისევ დავბრუნდებით...