четверг, 14 июня 2018 г.

ვულკანი

                                                       გაკვეთილის გეგმა









საგანი
ბუნებისმცოდნეობა
გაკვეთილის თემა:
ვულკანები
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური, II კლასი, პედაგოგი: ნ.ნონიაშვილი
მოსწავლეთა რაოდენობა
12 მოსწავლე
გაკვეთილის მიზნებიდა შედეგები
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:
1) იმის გაცნობიერებარომ ვულკანი არის დედამიწის წიაღიდან გავარვარებული მასის ამოფრქვევა
2) ხელი უნდა შეეწყოს ცდაზე დაფუძნებული კვლევითი უნარ– ჩვევების განვითარებას
საჭირო მასალა:
მასწავლებლის წიგნიმოსწავლის წიგნიპლასტილინიპოლიეთილენის ნაჭერიძმარისოდახელსახოცი.







გაკვეთილის მსვლელობა






საორგანიზაციო საკითხები – 2– წუთი

              A ფაზა (გამოწვევა) – 16 წუთი
       მასწავლებელს მოძიებული აქვს საინტერესო სურათები და ისტორიები ვულკანებთან დაკავშირებით და აცნობს მოსწავლეებს.
   მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებსგადაშალონ სახელმძღვანელოები და დააკვირდნენ ვულკანის სურათსსასურველია აქ მოხდეს სურათის განხილვა
1) რას ხედავთ სურათზე?
2) რა ხდება მათი აზრით?
3) რატომ არის ასეთი ფერები?
    შემდეგ მასწავლებელი წააკითხებს ერთ ან ორ მოსწავლეს მოცემულ ტექსტსსხვა მოსწავლეები უნდა შეეცადოს ახსნასრა გაიგო ვულკანის შესახებ წაკითხული ტექსტისა და სურათის მიხედვით.
            
             B ფაზა (შინაარსიის რეალიზება) – 22 წუთი
         მუშაობა ჯგუფებშიცდა „ ჩვენ შევქმნათ ვულკანი
     მასწავლებელი კლასს ყოფს ორ  ჯგუფად და ავალებს დამოუკიდებლად გაეცნონ აღწერილ ცდასპრეზენტაციის დროს კი უპასუხონ კითხვებსმასწავლებელი  ჯგუფებს  ურიგებს ცდისათვის საჭირო ყველა მასალას და თვალყურს ადევნებსრათა თანმიმდევრობით ჩაატარონ ცდები.
   გაშალეთ პოლიეთილენის ნაჭერი და დააფინეთ მაგიდაზეშუაში დადგით შუშის ქილა და შემოავლეთ თიხამიწა ან  პლასტილინიისერომ კრატერიანი  (ჩაღრმავებულიმთა  გამოვიდესქილა გაავსეთ ნახევრამდე წყლითჩააყარეთ სოდა და დაამატეთ ძმარი და ორი ნაბიჯით უკან დაიხიეთცდის დამთავრების შემდეგ ჯგუფები გამოთქვამენ თავიანთ აზრებს და აკეთებენ დასკვნებს.
      
           C ფაზა (გამთლიანება) – 5 წუთი
  ცდის დამთავრების შემდეგ სვამს კითხვებს?
1)      აღწერეთ მიღებული შედეგები რა დაინახეთ?
2)      განმარტეთ რა კავშირს ხედავთ ამ ცდასა და ვულკანს შორის?



მასწავლებელი ახდენს დავალების შეჯამებასაკეთებს დასკვნებსრა ვისწავლეთრაში გამოგვადგება ეს კომპეტენციები და აფასებს მოსწავლეებს.