среда, 27 февраля 2019 г.

პროექტებით სწავლება

       პროექტგაკვეთილი  – კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა. პროექტგაკვეთილი წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხს, პრობლემას მიმართავენ, რომლის დასამუშავებლად განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის გადაჭრაში და ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ. პროექტზე მუშაობა ნათელყოფს, რომ როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალი ამოცანები დგება, რომელიც არსებითად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისგან.
       წელს ჩვენ სამი პროექტი განვახორციელეთ,"წერო და ყანჩა", "გმირი ქართველები", "ობობა" . პროექტში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული და მათი დიდი დაინტერესებაც გამოიწვია. ბავშვებმა სურვილი გამოთქვეს კვლევა ვაწარმოოთ სკოლის გარეთაც და სკოლისგარეშე დაწესებულებიც ჩავრთოთ სასწავლო პროცესში..  .