понедельник, 16 ноября 2020 г.

დისტანციური სწავლება და პირველი პროექტი

დისტაციური სწავლება

 დღევანდელმა რეალობამ უამრავი სირთულის წინაშე დაგვაყენა. ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა დისტანციური განათლებაა. მე როგორც პედაგოგი დამაფიქრა ამ საკითხმა და დავიწყე გზების ძიება , რათა უფრო მარტივი და სახალისო გამეხადა ონლაინ სწავლება. ბევრი პრობლემის წინაშე დავდექი და ვფიქრობ ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა კი არა, ყველა პედაგოგის იქნებოდა.

 1. მცირე საგაკვეთილო დრო.  

  დამეთანხმებით ალბათ რთულია მცირე დროში ყველა მოსწავლის მაქსიმალურად გამოკითხვა, ძირითადად ვცდილობთ მეტი დრო ახალი მასალის ახსნას დავუთმოთ , რადგან ახალ მასალაში რამე გაუგებარი არ დარჩეთ ბავშებს, დანარჩენი მშობლებს მივანდეთ და გამოვაცხადეთ თანამშრომლობა, ასეთ რთულ ვითარებაში მხოლოდ ურთიერთ თანამშრომლობით თუ მივაღწევთ საერთო მიზანს.       

 მოსწავლეებს შევთავაზე ჩაეწერათ ვიდეო და ჩემს მიერ მიწოდებულ დამატებით მასალაზე ვიდეოთი ესაუბრათ, გამოეყენებინათ თვალსაჩინოება, ნახატები, სურათები, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ აქტივობაში, მართალია მოსწავლეები სულ რაღაც 6-7 წლისანი არიან და ასეთი დავალება მათთვის პირველია, მაგრამ მჯერა მალე უკეთესადაც წარმოაჩენენ თავს. ამ აქტივობით მოსწავლეები უფრო დავაინტერესე, გაიზარდა მათი ჩართულობაც.

2.  მოსწავლეთა მაქსიმალური გამოკითხვა და ცოდნის შეფასება.

   დისტანიური სწავლების დროს ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა მოსწავლეთა ცოდნის შესამოწმებლად ტესტების შესრულება, როგორც ვიცით ტესტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია , მისი მეშვეობით შეგვიძლია გავიგოთ რა და როგორ ისწავლეს მოსწავლეებმა, რა უნარ-ჩვევები განუვითარდათ მათ. პირველ კლასელებს ძირიათადად დასურათებული ტესტი მივაწოდე, რათა მათთვის ადვილი აღსაქმელი ყოფილიყო დავალება, იმის გამო რომ მათ ჯერ სრულად არ იციან ანბანი არ მინდოდა ტესტის შესრულებისას ეჭვი შეჰპარვოდა საკუთარ ძალებში, ამიტომ დავალებები მაქსიმაურად მოვარგე მათ წაკითხვად ცოდნას. ჩემმა მიზანმა მოლოდინს გადააჭარბა, ყველა მოსწავლემ შეასრულა დავალება, მე კი მივიღე ინფორმაცია და დამეხმარა მოსწავლეთა სწავლის შედეგის შეფასებაში.

3. პროექტები და კლასგარეშე სამუშაოები.

   დისტანციური სწავლებისას მსგავსი დავალებები უფრო მარტივია დასაგეგმად და შესასრულებლად, მთავარია ცოტა ფანტაზია და ყველაფერი გამოვა, მე პირადად დაგეგმილი მაქვს მოვაწყო წერის, მხატვრული კითხვის კონკურსი, შესაძლებელია ნახატების გამოფენაც , ონლაინ სივრცე ეს იგივე ჩვენი მეორე სამყაროა, ნახატების გამოფენა კი ყველგან შეგვიძლია:საიტებზე, ბლოგებზე...  შესაძლეველია პროექტები შევთავაზოთ ბავშვებს ოჯახის წევრებთან ერთად სხვადასხვა თემაზე.: საყვარელი ფილმი, ჩვენი ოჯახის გამორჩეული დღე,  მე და სამზარეულო...

  ვფიქრობ, ჩემს მიერ მოწოდებული ეს მცირედი რჩევები დაეხმარება პედაგოგებს და ყველანი ერთად შევძლებთ ასეთ რთულ ვითარებაში ჩვენი აღსაზრდელებისთვის ჯანსაღ და საინტერესო გარემოს შექმნას,  სწავლით დაინტერესებას და მაქსიმალურად ჩართვას სწავლების პროცესში.

воскресенье, 8 ноября 2020 г.

ტესტი მათემატიკა              ტესტი ქართული ენა