22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა! ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრის შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.
საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.
დედამიწის დღე ავღნიშნეთ მე და ჩემმა პატარებმა,გავეცანით ზოგად პრობლემებს:რა ანაგვიანებს გარემოს, როგორ დავეხმაროთ დედამიწას, რა არის დედამიწის ავადობის მიზეზი,ასევე ვნახეთ სხვადასხვა ფილმები. გავაკეთეთ მაკულატურის ყუთი და სკოლაში მოვაგროვეთ ქაღალდები,ასევე დავარიგეც საინფორმაციი ბარათები. საბოლოოდ შევთანხმდით რომ დედამიწისთვის ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ.