вторник, 14 марта 2023 г.

დედავ სიცოცხლის დიდო ლამპარო

 


სასწავლო
-შემეცნებითი ღონისძიება

დედის დღისადმი მიძღვვნილი ღონისძიება

       სასწავლო ღონისძიების გეგმა:

კლასი: მესამე

ფორმა: ინტეგრირებული

პედაგოგები: ნინო ნონიაშვილი, თამარ კეპულაძე, სოფიო ჯანელიძე

1.ღონისძიების სახელი: დედავ სიცოცხლის დიდო ლამპარო

2.ღონისძიების აქტუალობა: მოსწავლეები მოძებნიან ინტერნეტში,ბიბლიოთეკაში ქართველ პოეტთა ლექსებს. წაიკითხავენ, გაეცნობიან  მათ,შეარჩევენ ღონისძიებისთვის შესაფერის მასალას მასწავლებლებთან ერთად, მშობელთა ჩართულობით წარმოადგენენ მოთხრობებს

3.ღონისძიების პროგრამა:

1.სკოლის დირექტორისა და  მასწავლებლების მილოცვა მოსწავლეების, მშობლების და მოწვეული სტუმრებისადმი

2.მოსწავლეების მილოცვა და შესაფერისი ლექსების მხატვრული კითხვა

3. მოთხრობებისა და ჩანახატების გაცოცხლება და წარმოდგენა მშობელთა ჩართულობით

4. ინგლისურ ენაზე ლექსებისა და სიმღერების შესრულება

4.ღონისძიების მიზანი: :დედის დღისადმი საზეიმო განწყობის შექმნა,სასწავლო პროცესის მოტივაციის შექმნა, მოსწავლეთა საჯაროდ გამოსვლისათვის უნარების გამომუშავებაში ხელის შეწყობა გამართული ზეპირი მეტყველების გამომუშავება, და საჯარო მოხსენების წარმოდგენა კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევების  გამომუშავება,ინგლისურ ენოვანი ლექსის წაკითხვა საჭირო ინტონაციის გამოყენებით,

5. ღონისძიების შედეგები:სასკოლო ზეიმი დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა განწყობაზე და  მოსწავლეებს  შეექმნებათ მოტივაცია სწავლისადმი,გაუჩნდებათ სურვილი თვითონაც წაიკითხონ  ლექსები გამომეტყველებით,ისწავლონ კარგად და დაიმსახურონ ქების სიგელები. დაეხვეწებათ მხატვრული ნაწარმოების შეფასების უნარი.გაიაზრებენ  ტექსტის შინაარსს,ინტონაციით გამოხატავენ  ტექსტში ასახულ ემოციებს, ლექსის გამომეტყველებითი კითხვის პროცესში შეეცდებიან  მხედველობითი კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ასევე გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.მოსწავლეები შეეცდებიან დაძლიონ ის კომპლექსი,რაც გააჩნიათ მათ საჯაროდ გამოსვლისას.

 

6.კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

მოსწავლეს შეუძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.

მოსწავლეს შეუძლია წაუკითხოს მსმენელს ტექსტი.

მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად წაიკითხოს სხვადასხვა სახისა და ნაირგვარი შინაარსის ტექსტები.



                                                                                                                                                                                   













































 

შემოქმედებითი  ღონისძიების წერილობითი  ანგარიში

 2022-2023 სასწავლო წლის 3 მარტს ,ჩემს სადამრიგებლო,III, კლასში ინგლისური ენის პედაგოგებთან ერთად დავგეგმე    სასკოლო ღონისძიება, რომელიც  ეძღვნებოდა დედის დღეს.

 ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო  ლექსების  მოძებნა დაევალა ყველა მოსწავლეს, ინტერნეტსივცეში,წიგნებში.იმის მიხედვით,ვისაც რა  ხელეწიფებოდა.მოსწავლეებმა დავალებას თავი კარგად გაართვეს.

1.ღონისძიების სახელი: „დედავ სიცოცხლის დიდო ლამპარო“

2.ღონისძიების ჩასატარებლად გაწეული მუშაობის დრო:20.02.2022-3.03.2023წ.

3.ღონისძიების მიზნები:  მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები ინდივიდუალურად ინტერნეტში ,ან ბიბლიოთეკაში მონახავენ ქართველ პოეტთა ლექსების კრებულებს, წაიკითხავენ სხვადასხვა პოეტთა ლექსებს,ამით ისინი გაეცნობიან ქართველ პოეტთა შემოქმედებას,უფრო მეტად შეისწავლიან და შეუყვარდებათ ეს პოეტები.დააკვირდებიან რატომ მოეწონათ ეს ლექსები,რა არის განსაკუთრებული ამ ლექსებში,რამაც მოხიბლა ისინი.გაარკვევენ  ლექსების თემას, შემდეგ შეაჯამებენ წაკითხულს და მიხვდებიან რომელი ლექსია ღონისძიების შესაბამისი. მოძიებულ მასალებს შეაგროვებენ, თითოეული შეარჩევს სურვილის და შესაძლებლობების გათვალისწინებით. იმ  ლექსებს ,რომლებიც მათ უფრო მეტად მოეწონებათ,ზეპირად ისწავლიან.შეეცდებიან ურთიერთდახმარებით,მასწავლებლის მეთვალყურეობით გაარკვიონ,როგორი ინტონაციით წაიკითხონ ლექსი,დააკვირდებიან სასვენ ნიშნებს და იმუშავებენ ლექსების გამომეტყველებით კითხვაზე.მუშაობის დროს მათ ჩამოუყალიბდებათ დამოუკიდებელი მუშაობის,კოლაბორაციისა  და კომუნიკაციის უნარი.

 ღონისძიებაზე  ლექსების მხატვრული წაკითხვისას კი გამოუმუშავდებათ საჯაროდ გამოსვლის უნარ- ჩვევები,შეეცდებიან დაძლიონ ის კომპლექსი,რაც მათ გააჩნიათ საჯარი გამოსვლისას.მშობელთა ჩართულობით სცენაზე უნდა გაეცოხლებიტან ცნობილი ნოველები და მოთხრობები დედაზე( დაკარგული გოგონა, იავნანამ რა ჰქმნა, ვანო და ჩიტი)

4.ღონისძიების შედეგები: ამ ღონისძიების შედეგად მოსწავლეებს განუვითარდათ  ა)ინფორმაციის მოპოვების და ორგანიზების უნარ-ჩვევები.

ა) მოძიებული ლექსების გადარჩევა პედაგოგებთან ერთად

) გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევები.ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები გამომეტყველებით.შეძლეს პოეტების ემოციები გადმოეცათ საჭირო ინტონაციით,სასვენ ნიშნებზე დაყრდნობით.

)საჯაროდ გამოსვლის უნარ-ჩვევები და მხედველობითი კონტაქტის დამყარება კონკრეტული აუდიტორიის წინაშე.

დ) მშობელთა ჩართულობა

  ერთ-ერთი მიზანი,რაც დასახული გვქონდა, ეს იყო მოსწავლეთა საჯაროდ გამოსვლა კონკრეტული აუდიტორიის წინაშე,კონკრეტული მიზნით და იმ კომპლექსის დაძლევა,რაც ახასიათებთ მოსწავლეებს

5.ღონისძიებისთვის საჭირო რესურსები:ინტერნეტი,ბიბლიოთეკა, ციფრული ფოტოკამერა, დეკორაცია, ყვავილები

 

6.ღონისძიების ავტორი: მე-3 კლაისი დამრიგებელი ნინო ნონიაშვილი, ინგლისური ენის პედაგოგები სოფიო ჯანელიძე და თამარ კეპულაძე