вторник, 7 июля 2015 г.

ონლაინ ტესტები

ტესტი არის საცდელი ( მინი ვერსია), ველოდები თქვენს შეფასებებს კომენტარებში



სასურველ პასუხზე დააწკაპეთ მხოლოდ ერთხელ, 5 წამის გასვლის შემდეგ შეიტყობთ შედეგს


გისურვებთ წარმატებებს on PhotoPeach

четверг, 21 мая 2015 г.

"დაბადების დღე"

          ჩემს პატარებს ძალიან უყვართ სიურპრიზების მოწყობა და ადამიანების გულის გახარება, აი, 20 მაისს, სკოლა "მერმისის" პედაგოგის ნატო მასწავლებლის დაბადების დღე იყო, გადავწყვიტეთ ორიგინალური საჩუქარი გაგვეკეთებინა და შედეგმაც გაამართლა, ნატო მასწავლებელი აღფრთოვანებული დარჩა მოსწავლეების ნამუშევრით.
        ქალბატონო ნატო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ლამაზ დღეს,გისურვებთ ღვთის წყალობას, ჯანმრთელობას და  მრავალი მოსწავლის აღზრდას .









четверг, 14 мая 2015 г.

"ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს"

          დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია თამარ მეფის ხსენების დღეს  აღნიშნავს, სწორედ დღევანდელ დღეს, ქუთაისში, კერძოდ, "ოქროს ჩარდახში" მოეწყო "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა. კონკურში მონაწილეობას სკოლა მერმისის მოსწავლეები იღებდნენ, მათ შორის იმყოფებოდა მეორე კლასის მოსწავლე მარიამ ტალახაძე. მარიამის გამოსვლა ერთ-ერთი საუკეთესო იყო გამომსვლელთა შორის.
        მარიამ, დღეს შენ ყველა ძალიან გაგავახარე!  ვამაყობთ მე და შენი სკოლა "მერმისი", გილოცავ და გისურვებ წარმატებებს! ეს შენი პირველი საჯარო გამოსვლა იყო მსმენელის წინაშე.






среда, 6 мая 2015 г.

"ქრისტე აღსდგა"

         28 აპრილს სკოლა "მერმისმა" და მეორე კლასის მოსწავლეებმა უმასპინძლეს ქალაქ ქუთაისის ბაგა_ბაღების ხელმძღვანელებს და მეთოდისტებს. ეს მეორე კლასელების პირველი საქალაქთაშორისო ღონისძიება იყო .
        ჩვენ შევეცადეთ და გავაცოცხლეთ ძველი თუ ახალი ქრისტიანული ტრადიციები, რომელიც ვფიქრობ, ქართველ ხალხს არასოდეს დაავიწყდება.ქრისტეს აღდგომა ხომ, დღესასწაულთა შორის დღესასწაულია.
       განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი სკოლის დირექტორს  ქალაბატონ ლალი აბაშიძეს მხარდაჭერისთვის, მშობლებს - თანამშრომლობისა და გვერდში დგომისთვის და რა თქმა უნდა დიდი მადლობა ჩემო პატარებო ასეთი კარგები და ენერგიულები რომ ხართ...
       დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს დაფასებისა და მობრძანებისთვის.


  იხილეთ ვიდეო



შესავალი (ნაწილი 1)









შესავალი (ნაწილი 2)



I    ნაწილი



მეორე ნაწილი




მესამე ნაწილი



მეოთხე ნაწილი









                                                                         

четверг, 23 апреля 2015 г.

წიგნის საერთაშორისო დღე

            23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა.  ეს დღე სკოლა "მერმისის" მეორე კლასის მოსწავლეებმაც აღნიშნეს, წიგნისა და სტამბის შექმნის ისტორიით ყველა დაინტერესდა, გამოხატეს სურვილი თავადაც შეექმნათ წიგნები და დასახული გეგმა განვახორციელეთ კიდეც, მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი წიგნები სკოლაში პედაგოგებს საჩუქრად გადასცეს.
              მოვინახულეთ სკოლის ბიბლიოთეკაც, მოსწავლეებს წინამძღოლობა ქალბატონმა დარეჯანმა გაუწია, ვნახეთ წიგნების საბავშვო კუთხე,  რომლითაც ბავშვები განსაკუთრებით დაინტერესდნენ, აქვე დავგეგმეთ, სამომავლოთ ვეწვიოთ ქალაქის ცენტრალურ საჯარო ბიბლიოთეკას.


























пятница, 3 апреля 2015 г.

აი, როგორ უყვართ მერმისელებს ერთმანეთი

       

  ამაზე რომ არ დამეწერა და თქვენთვის არ მომეყოლა, არ შეიძლებოდა, ასეთ რაღაცას ყველა არ აკეთებს, ალბათ აღარც არიან ასეთ ადამიანები, და თქვენც  მკითხავთ როგორიო?    - როგორი და კეთილი ადამიანები, სხვებისთვის მზრუნველნი, სხვების მწუხარების გამზაირებლები.
           და აი რა მოდა....
          ხუთშაბათს მოსწავლეებთან ავხსენი ახალი გაკვეთილი "თოჯინა", შემდეგ ვთხოვე მოსწავლეებს რამოდენიმე წინადადებით დაეწერათ საყვარელ სათამაშოზე, სამი  მოსწავლე ყოყმანობდა დაწერას, რომ გავიგე მიზეზი , გული დამეწვა, არ მეგონა თუ ასეთ რამეს მეტყოდა. რა თქმა უნდა დავალება ყველა მოსწავლემ წაიკითხა და დღეს იცით რა მოხდა? მოსწავლეებმა  საჩუქრები მოიტანეს  და გაახარეს თანაკლასელები, საჩუქრებთან ერთად წერილებიც გადასცეს, მე გაოცებული დავრჩი ბავშვების ასეთი გცევით, სიხარულს ვეღარ ვფარავდი, თავად მოსწავლეები კი ტაშით გამოხატავდნენ სიხარულს.
           მიხარია ჩემო პატარებო ასეთი კეთილი და მგრძნობიარეები რომ ხართ, თქვენს პატარა გულს რამდენი რამის გაკეთება შესძლებია.








вторник, 24 марта 2015 г.

მერმისელების ერთობლივი წარმატება

21 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კონკურსი „მოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეების“ ფინალური ეტაპი, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ნამუშევრებს ჟიურის წევრები აფასებდნენ, რომელშიც ხუთი პირი შედიოდა . კონკურში მონაწილეობა სკოლა "მერმისის"  მეორე კლასის მოსწავლეებმაც მიიღეს, ომიკო გურეშიძემ და ლუკა ხოჯავამ.
            ჯიურის შეფასებით 44 ქულა დავიმსახურეთ და საუკეთესო ათეულში მოვხვდით, მოსწავლეები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, ასევე სერთიპიკატი გადაეცა  ჩვენს სკოლას,  დიდი მადლობა Tsu Eco Club  და თბილისის საბავშვო უნივერსიტეტს ასეთი ლამაზი ღონისძიებისთვის და მოსწავლეების გახარებისთვის.



понедельник, 16 марта 2015 г.

ჩვენი ბავშვები

                 
21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე!
მე ვირჩევ თანასწორობას, დაცულ უფლებებს და ოჯახის თანადგომას.

21 მარტი - 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება მათ შორის საქართველოში.
კავშირი “ჩვენი ბავშვები” წელს მეოთხედ უერთდება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს .



სკოლა "მერმისის" მეორე კლასის მოსწავლეებიც უერთდებიან ამ აქციას და მხარდაჭერას გამოხატავენ საკუთარი ხელით დამზადებული აპლიკაციებით.