23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. ეს დღე სკოლა "მერმისის" მეორე კლასის მოსწავლეებმაც აღნიშნეს, წიგნისა და სტამბის შექმნის ისტორიით ყველა დაინტერესდა, გამოხატეს სურვილი თავადაც შეექმნათ წიგნები და დასახული გეგმა განვახორციელეთ კიდეც, მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი წიგნები სკოლაში პედაგოგებს საჩუქრად გადასცეს.
მოვინახულეთ სკოლის ბიბლიოთეკაც, მოსწავლეებს წინამძღოლობა ქალბატონმა დარეჯანმა გაუწია, ვნახეთ წიგნების საბავშვო კუთხე, რომლითაც ბავშვები განსაკუთრებით დაინტერესდნენ, აქვე დავგეგმეთ, სამომავლოთ ვეწვიოთ ქალაქის ცენტრალურ საჯარო ბიბლიოთეკას.
Комментариев нет:
Отправить комментарий