пятница, 2 февраля 2018 г.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

                 

      „წიგნის საჯაროდ კითხვის  მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა  რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს. საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, უკვე მესამედ, 2018 წლის 1 თებერვალს ჩატარდა, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის თარიღი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პარტნიორმა ორგანიზაცია "Litworld" -მა გამოაცხადა.
     ამ ლამაზ  და უკვე ტრადიციად ქცეულ ღონისძიებას შპს "მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სოლის" II-დ კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. მოვაწყეთ წიგნების გამოფენა, რომელსაც ყოველდღიურად სკოლაში ვიყენებთ დამატებით ლიტერატურად , საჯაროდ წავიკითხეთ ეზოპეს იგავები, ვისაუბრეთ წაკითხულ წიგნებზე და დავგეგმეთ სამომავლოდ წავიკითხოთ "ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში".


















Комментариев нет:

Отправить комментарий