пятница, 22 августа 2014 г.

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

                ზაფხულის პირველი დღე  ...
მრავალ ქვეყანაში აღინიშნება ბავშვთა საერთაშორისო დღე. იგი ყველაზე უძველესი საერთაშორისო დღესასწაულია.  დაარსებულია ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ 1925 წლის ჟენევის  მსოფლიო კონფერენციაზე. ერთ-ერთი ვერსიით 1 ივნისს ამ თარიღის აღნიშვნა დაკავშირებულია ჩინელი პოლიტიკოსის სახელთან. 1925 წლის 1 ივნისს სან-ფრანცისკოში ჩინეთის გენერალურმა კონსულმა შეკრიბა ჩინელი ობოლი ბავშვები და მოაწყო მათთვის დუან-უ ცზეს ზეიმი (ნავი-დრაკონების ფესტივალი). ბედნიერი შემთხვევის წყალობით ეს დღე დაემთხვა ”ბავშვთა” კონფერენციას ჟენევაში.             1950  წლის 1 ივნისს ჩატარდა ბავშვთა დაცვის პირველი საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც ეს დღე ყოველწლიურად არის მიჩნეული სადღესასწაულოდ.
              გადავწყვიტეთ  ჩვენც აღგვენიშნა ეს ლამაზი დღე და ჩვენი სკოლის ყველა ბავშვისთვის მიგველოცა ეს ლამაზე დღესასწაული.  მოსწავლეებმა  თავიაანთი სურვილები ნახატებით, ლექსებითა და წერილებით გამოხატეს.
 
 




Комментариев нет:

Отправить комментарий