воскресенье, 21 февраля 2016 г.

ჩვენი სურვილები

      ჩვენი სურვილები

          12 თებერვალს, ვისაუბრეთ თემაზე "ჩვენი სურვილები".ყველა მოსწავლემ თავისი სურვილი თუ ოცნება გამოთქვა. ზოგის ოცნება ზღაპარს მოგვაგონებს,ზოგის სურვილი მშობლების კარგად ყოფნაა, რამდენიმემ საქართველოს გაერთიანება და მშვიდობა ინატრა.
          ჩვენ, მასწავლებლები ვალდებულნი ვართ ბავშვები ავღზარდოთ პატრიოტებად, შევაყვაროთ                     ადამიანები, გავუღვიძოთ ერთმანეთის დახმარების სურვილი, აირჩიონ სწორი პროფესია, იცხოვრონ კეთილი გულითა და სურვილებით.
    მოსწავლეებს წავუკითხე "პიოს სურვილი", რომელმაც თავისი ოცნებები ზეცაში გააგზავნა, რათა უკან დაბრუნებოდა დედამიწას, ჩვენც მივბაძეთ პიოს და ჩვენი სურვილები საჰაერო ბურთით გავაგზავნეთ ზეცაში.






პიოს თავგადასავალი

       " იყო ერთი პატარა ბიჭი, სახელად პიო, ის ბევრს მოგზაურობდა, ბევრი ქვეყანაც ჰქონდა ნანახი, მაგარამ ოცნება მანიც ვერ აისრულა, სურდა ყველა გაჭირვებულ ადამიანს დახმარებოდა, ყველა ბედნიერი ყოფილიყო, ქვეყანაში ავადმყოფობა გამქრალიყო, მაგრამ გამოსავალი ვერ იპოვა.
          ერთ დღეს ჩაჯდა თავის საჰაერო ბურთში და გაფრინდა შორეულ ქვეყანაში. წაიღო ბევრი კანფეტები, ყვავილები, სიხარული, ბედნიერება, დღეგრძელობა. ფიქრობდა, თუ ამ კეთილ სურვილებს ზეცაში გააგზავნიდა, ისინი უკან დაბრუნდებოდა დედამიწაზე, რადგან მიწიდან აორთქლებული წყალიც ხომ წვიმის სახით ბრუნდება უკან."

Комментариев нет:

Отправить комментарий