вторник, 19 апреля 2016 г.

სწრაფი კითხვის კონკურსი

         2014 წლის ეროვნული სასწავლო გეგმით დაწყებითი კლასების სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში სავალდებულო გახდა ,,კითხვის საათი”, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეებში გააზრებული კითხვის უნარების განვითარების ხელშეწყობას.  ჩვენ ხშირად ვატარებთ "კითხვის საათს", ვკითხულობთ სხვადასხვა მოთხორბებს, ზღაპრებს, ვაკეთებთ ტექსტის ანალიზს და ერთმანეთს ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს. "კითხვის საათმა"  ხელი შეუწყო მოსწავლეებში სწრაფი კითხვის განვითარებას. 
      გადავწყვიტე მოსწავლეების წახალისების მიზნით ჩამეტარებინა კონკურსი "საუკეთესო მკითხველი", შემედარებინა მონაცემები და გამეკეთებინა შესაბამისი ანალიზი. შედეგიც კარგი იყო, მოსწავლეების უმეტესობამ წუთში ასზე მეტი სიტყვა წაიკითხა.












Комментариев нет:

Отправить комментарий