მასაკრადი, ბერიკაობა, კარნავალი- ტრადიციები და დღესასწაულები. ერთი დღე ჩვენს კლასშიც მოვაწყეთ მასაკარადი. ყველა ბავშვი ბედნიერი და გახარებული, აციმციმებული თვალებით იყურებოდა, რა მცირედია საკმარისი მათი გახარებისათვის, მოსწონთ გაკვეთილები თამაშ-თამაშით. მითუმეტეს, როცა ამის მიზეზს ჩვენი მოთხრობებიც გვაძლევენ. მოთხრობა "ჩექმებიანი კატა", და მისი გმირები ჩვენი კლასის მოსწავლეებისთვის მისაბაძი გახდა, არ გეგონოთ ეს მოთხრობა ძმები გრიმების ზღაპარი იყოს, არა, ეს პატარა თორნიკეს მასაკარდის ფორმა იყო, რომელმაც სახლის პირობებით შეარჩია ფორმა და ზეიმის საუკეთესო გმირის წოდებაც მიიღო. ჩვენც მივბაძეთ მოთხრობის გმირს და აი შედეგიც...
იცით ყველაზე მეტად კიდევ რა მაბედნიერებს? ამ ბავშვების მშობლების ყურადღება, ჩართულობა და აქტიურობა, თქვენ რომ გვერდში არ დაგვდგომოდით, ეს დღე ამ ბავშვებისთვის ასეთი ლამაზი არ იქნებოდა. განსაკუთრებული მადლობა ზურას დედიკოს თამუნა ჟვანიას, რომელმაც ბავშვებს სურპრიზი მოუმზადა და სანტას ფორმით გამოწყობილმა ზურამ ყველა დაასაჩუქრა.