სპორტული აღზრდა და ცხოვრების ჯანმრთელი წესის დანერგვა ჩვენი სკოლის პრიორიტეტია. ბავშვები ეუფლებიან სპორტულ თამაშებს, შეჯიბრებები კი განავითარებს ფიზიკურ მონაცემებს, მოტორიკას,კოორდინაციას და ხდის მათ უფრო მიზანდასახულებსა და ასწავლის გუნდურობის პრინციპს.
სწორედ ამ მიზნით ჩვენს სკოლაში გაიმართა "მხიარული სტარტები". თამაშში მონაწილეობას იღებდნენ მესამე კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები. ხელმძღვანელობდნენ კლასის დამრიგებლები და სპორტის პედაგოგი ნიკოლოზ ბასიალაია.
თამაში ყველასთვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა,გამარჯვებული გუნდი "ტორნადო" დაჯილდოვდა თასით, ასევე მონაწილეებს გადაეცათ დიპლომები.
მადლობა ჩვენი სკოლის ადმინისტარციას მხარდაჭერისთვის და მონაწილე მოსწავლეებსა და მათ მშობელბს აქტიურობისათვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий