დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში. წელს დედამიწის 49-ე იუბილე ვიზეიმეთ და შევეცადეთ მცირედით შეგვემსუბუქებინა ჩვენი პლანეტის რთული მდგომარეობა. ვეწვიეთ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს,დავასუფთავეთ მიმდებარე ტერიტორია,შემდეგ კი დავათვალიერეთ ბაღი,მოსწავლეებმა გააკეთეს ჩანაწერები მათთვის საინტერესო მცენარეებზე და დავგეგმეთ ახალი პროექტი-"მცენარეები და მათი როლი ბუნებაში".
понедельник, 22 апреля 2019 г.
четверг, 4 апреля 2019 г.
ჩრდილების თეატრი
როდესაც სასწავლო პროცესი ხდება მოსაწყენი და უინტერესო, მოსწავლე კარგავს სწავლის სურვილს და მოტივაციას. შედეგად, სასწავლო პროცესი კარგავს მის ძირითად დანიშნულებას, რომელიც გარდა სასწავლო შინაარსის დამახსოვრებისა, მოიცავს უნარების განვითარებას, მათ შორის ცოდნის ტრანსფერის. იმ რეალური ვითარებების ნაცვლად, რომლებშიც უნდა მოხდეს მიღებული ცოდნის აქტივაცია და ახალი ცოდნის შეძენა, შესაძლებელია ისეთი ეფექტური, ინტერაქტიური ვირტუალური გარემოს გამოყენება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციას და მათ აქტიურ ჩართვას სასწავლო პროცესში. სწორედ ეს არის ის მიმართულება, რომელშიც შესაძლებელია სასწავლო პროცესში თამაშზე დაფუძნებული მეთოდიკის გამოყენება.
თამაში "ჩრდილების თეატრი" ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, რატომ ავირჩიე ეს თამაში? როგორც ზემოთ ავღნიშნე აუცილებელია არა მარტო მასალის შინაარსის დამახსოვრება, არამედ მოსწავლემ უნდა შეძლოს ცოდნის ტრანსფერი (გადატანა), პრაქტიკულად გამოყენება. ტექსტების " როგორ შევასრულე როლი"და "ქეთინო" შესწავლის შემდეგ ვეწვიეთ თეატრს, მოსწავლეები ძალიან მოიხიბლნენ ნანახით, და გამოთქვეს სურვილი რომ თავადაც ყოფილიყვნენ მსახიობები. ასე დაიგეგმა "ჩრდილების თეატრი". ბუნებისმეტყველებისა (რა არის ჩრდილი?) და ქართული ენის თემების გაერთიანებით დაიდგა სპექტაკლები "წითელქუდა" და "კომბლე". მოსწავლეებმა შექმნეს აფიშა და მოსაწვევები. დაპატიჟეს პარალელური ჯგუფის მოსწავლეები. თეატრმა დიდი მოწონება დაიმსახურა, პატარა მსახიობები კი ბედნიერები იყვნენ თავიაანთი შრომის შედეგის ხილვით.

четверг, 14 марта 2019 г.
გაზაფხული, მარტი, დედის დღე და ქალთა დღე უკვე განუყოფელია, ამ პერიოდს
გაზაფხულისთვის გამორჩეული სიყვარული მოაქვს. დედის დღე დედისადმი პატივისცემისა და
სიყვარულის გამოხატვის დღეა, საქართველოში დედის დღე 28 წელია რაც აღინიშნება. მე და ჩემმა პატარებმა, და მათმა მშობლებმა ერთად აღვნიშნეთ ეს
ლამაზი დღე და ვფიქრობ მაყურებელს ვაჩუქეთ დაუვიწყარი
და ემოციებით აღსავსე საღამო.
Подписаться на:
Сообщения (Atom)