როდესაც სასწავლო პროცესი ხდება მოსაწყენი და უინტერესო, მოსწავლე კარგავს სწავლის სურვილს და მოტივაციას. შედეგად, სასწავლო პროცესი კარგავს მის ძირითად დანიშნულებას, რომელიც გარდა სასწავლო შინაარსის დამახსოვრებისა, მოიცავს უნარების განვითარებას, მათ შორის ცოდნის ტრანსფერის. იმ რეალური ვითარებების ნაცვლად, რომლებშიც უნდა მოხდეს მიღებული ცოდნის აქტივაცია და ახალი ცოდნის შეძენა, შესაძლებელია ისეთი ეფექტური, ინტერაქტიური ვირტუალური გარემოს გამოყენება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციას და მათ აქტიურ ჩართვას სასწავლო პროცესში. სწორედ ეს არის ის მიმართულება, რომელშიც შესაძლებელია სასწავლო პროცესში თამაშზე დაფუძნებული მეთოდიკის გამოყენება.
თამაში "ჩრდილების თეატრი" ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, რატომ ავირჩიე ეს თამაში? როგორც ზემოთ ავღნიშნე აუცილებელია არა მარტო მასალის შინაარსის დამახსოვრება, არამედ მოსწავლემ უნდა შეძლოს ცოდნის ტრანსფერი (გადატანა), პრაქტიკულად გამოყენება. ტექსტების " როგორ შევასრულე როლი"და "ქეთინო" შესწავლის შემდეგ ვეწვიეთ თეატრს, მოსწავლეები ძალიან მოიხიბლნენ ნანახით, და გამოთქვეს სურვილი რომ თავადაც ყოფილიყვნენ მსახიობები. ასე დაიგეგმა "ჩრდილების თეატრი". ბუნებისმეტყველებისა (რა არის ჩრდილი?) და ქართული ენის თემების გაერთიანებით დაიდგა სპექტაკლები "წითელქუდა" და "კომბლე". მოსწავლეებმა შექმნეს აფიშა და მოსაწვევები. დაპატიჟეს პარალელური ჯგუფის მოსწავლეები. თეატრმა დიდი მოწონება დაიმსახურა, პატარა მსახიობები კი ბედნიერები იყვნენ თავიაანთი შრომის შედეგის ხილვით.

Комментариев нет:
Отправить комментарий