четверг, 14 сентября 2023 г.

პირველი დღე სკოლაში

 

პირველად სკოლაში

       სკოლაში წასვლის წინ, ბავშვები ბევრი ახალი გამოწვევის წინაშე დგანან. ფაქტობრივად, მათთვის სრულიად ახალი ცხოვრება იწყება და ამას, რაღა თქმა უნდა, თავისებურად განიცდიან. ხუმრობა ხომ არ არის - ახალ გარემოში უნდა მოხვდნენ, გაიცნონ უცხო თანატოლები, შეეგუონ სკოლის რეჟიმს. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ნერვიულობენ, მაგრამ არა უშავს, ჩვენ მასწავლებლები  ცდილობთ  შევქმნათ მათთვის სასურველი, ლამაზი, საინტერესო გარემო.

        მოწვეულმა ზღაპრის გმირებმა, ფერადმა საკლასო ოთახმა, მხიარულმა აქტივობებმა, ბავშვებს კარგი განწყობა შეუქმნა, აქტივობამ : მოიპოვე ცოდნის ტაძრის გასაღები“ ყველა ბავშვს სურვილი გაუჩინა გახდეს  მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლის წარჩინებული მოსწავლე. მე მჯერა ჩემი პატარების, ჩვენი სკოლის  პედაგოგებისა და მომავალი თაობის, ისინი ნამდვილად გამორჩეულები და წარჩინებულები იქნებიან.

                                ავტ: . ნონიაშვილი










Комментариев нет:

Отправить комментарий