დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში. წელს დედამიწის 49-ე იუბილე ვიზეიმეთ და შევეცადეთ მცირედით შეგვემსუბუქებინა ჩვენი პლანეტის რთული მდგომარეობა. ვეწვიეთ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს,დავასუფთავეთ მიმდებარე ტერიტორია,შემდეგ კი დავათვალიერეთ ბაღი,მოსწავლეებმა გააკეთეს ჩანაწერები მათთვის საინტერესო მცენარეებზე და დავგეგმეთ ახალი პროექტი-"მცენარეები და მათი როლი ბუნებაში".
понедельник, 22 апреля 2019 г.
четверг, 4 апреля 2019 г.
ჩრდილების თეატრი

თამაში "ჩრდილების თეატრი" ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, რატომ ავირჩიე ეს თამაში? როგორც ზემოთ ავღნიშნე აუცილებელია არა მარტო მასალის შინაარსის დამახსოვრება, არამედ მოსწავლემ უნდა შეძლოს ცოდნის ტრანსფერი (გადატანა), პრაქტიკულად გამოყენება. ტექსტების " როგორ შევასრულე როლი"და "ქეთინო" შესწავლის შემდეგ ვეწვიეთ თეატრს, მოსწავლეები ძალიან მოიხიბლნენ ნანახით, და გამოთქვეს სურვილი რომ თავადაც ყოფილიყვნენ მსახიობები. ასე დაიგეგმა "ჩრდილების თეატრი". ბუნებისმეტყველებისა (რა არის ჩრდილი?) და ქართული ენის თემების გაერთიანებით დაიდგა სპექტაკლები "წითელქუდა" და "კომბლე". მოსწავლეებმა შექმნეს აფიშა და მოსაწვევები. დაპატიჟეს პარალელური ჯგუფის მოსწავლეები. თეატრმა დიდი მოწონება დაიმსახურა, პატარა მსახიობები კი ბედნიერები იყვნენ თავიაანთი შრომის შედეგის ხილვით.
Подписаться на:
Сообщения (Atom)