
თამაში "ჩრდილების თეატრი" ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, რატომ ავირჩიე ეს თამაში? როგორც ზემოთ ავღნიშნე აუცილებელია არა მარტო მასალის შინაარსის დამახსოვრება, არამედ მოსწავლემ უნდა შეძლოს ცოდნის ტრანსფერი (გადატანა), პრაქტიკულად გამოყენება. ტექსტების " როგორ შევასრულე როლი"და "ქეთინო" შესწავლის შემდეგ ვეწვიეთ თეატრს, მოსწავლეები ძალიან მოიხიბლნენ ნანახით, და გამოთქვეს სურვილი რომ თავადაც ყოფილიყვნენ მსახიობები. ასე დაიგეგმა "ჩრდილების თეატრი". ბუნებისმეტყველებისა (რა არის ჩრდილი?) და ქართული ენის თემების გაერთიანებით დაიდგა სპექტაკლები "წითელქუდა" და "კომბლე". მოსწავლეებმა შექმნეს აფიშა და მოსაწვევები. დაპატიჟეს პარალელური ჯგუფის მოსწავლეები. თეატრმა დიდი მოწონება დაიმსახურა, პატარა მსახიობები კი ბედნიერები იყვნენ თავიაანთი შრომის შედეგის ხილვით.
Комментариев нет:
Отправить комментарий