понедельник, 22 апреля 2019 г.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში. წელს დედამიწის 49-ე იუბილე ვიზეიმეთ და შევეცადეთ მცირედით შეგვემსუბუქებინა ჩვენი პლანეტის რთული მდგომარეობა. ვეწვიეთ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს,დავასუფთავეთ მიმდებარე ტერიტორია,შემდეგ კი დავათვალიერეთ ბაღი,მოსწავლეებმა გააკეთეს ჩანაწერები მათთვის საინტერესო მცენარეებზე და დავგეგმეთ ახალი პროექტი-"მცენარეები და მათი როლი ბუნებაში".



























Комментариев нет:

Отправить комментарий