воскресенье, 2 октября 2016 г.

"მურიკელას ამბავი" - გაკვეთილის გეგმა


სურათები :































გაკვეთილის გეგმა


1.გაკვეთილის  თემა
„ მურიკელას ამბავი“ კ. გოგოიშვილის მიხედვით
2.თემატური  ერთეული
შინაური და გარეული ცხოველები
3.სწავლების საფეხური და კლასი
I   კლასი
4.მასწავლებლის სახელი, გვარი  და  ელ-ფოსტა
ნინო ნონიაშვილი               
5.საგანი
ქართული ენა
6.მოსწავლეთა ოდენობა
12
7.განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლეთა ოდენობა და პროფილი
ასეთი მოსწავლე არ მყავს.
8.გაკვეთილის სასწავლო მიზნები
·         აღწერონ სურათი, დაახასიეთონ მთავარი მოქმედი გმირი,გაიხსენონ ანდაზა რომელიც შეესაბამება სურათის შინაარსს,  მოახდინოს სურათზე მოცემული ცხოელების  კლასიფიკაცია.
მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ ზოოპარკის გალიებში ძირითადად ათავსებენ გარეულ ცხოველებს და არა შინაურს;
·         მოსწავლეებმა შეძლონ „ზოოპარკის“ ცხოველების დასახელება და მათი მარტივად დახასიათება;
·         ხელი შეეწყოს მოსწავლეების შემეცნების სხვადასხვა უნარის („მრავალმხრივი ინტელექტის“) განვითარებას.


9.თანმიმდევრობა, აქტივობა და დრო
1. მუშაობა თვალსაჩინოებაზე. (5 წთ.)
·         მოსწავლეები დაასახელებენ და წაიკითხავენ დაფაზე განთავსებულ თვალსაჩინოებას გარეული და შინაური ცხოველების გამოსახულებით.
·         დაასახელებენ New Microsoft Office PowerPoint Presentation-ში წარმოდგენილ გარეული ცხოველების ფოტოებს, რომლებიც იმყოფებიან ზოოპარკში.
·         გაიხსენონ ლექსები, ანდაზები, მისარითმები და გამოცანები ცხოველებზე;


2. მუშაობა ინდივიდუალური.  (10 წთ.)
გავანაწილებ სათამაშო ცხოველებს და მოსწავლეებმა უნდა:
·         გამოყონ ცხოველებიდან ფრინველები;
·         ცხოველები დააჯგუფონ შნაურ და გარეულ ცხოველებად;
·         პრეზენტაციის დროს შექმნან ერთი დიდი „ზოოპარკი“. წარმოადგინონ ცხოველები, დაასახელონ და შეძლებისდაგვარად დაუხასიათონ თანაკლასელებს. ბავშვები უნდა მიხვდნენ, რომ შინაური ცხოველები (მაგალითად: ძაღლი, კატა, ძროხა, ცხვარი, ქათამი, თხა, ცხენი... თუ ურევია მათ სათამაშოებში) ზოოპარკში არ განათავსონ.
.
3. შესვენება. (5წთ)
თამაში „ცხოველი და ფრინველი“

4.მუშაობა სახელმძღვანელოზე. (10 წთ.)
·         სახელმძღვანელოს შესაბამის გვერდზე, ხატია გარეული ცხოველები და მათი შვილები, მპსწავლეებმა უნდა დაასახელონ მათი სახელები,ასევე გამოიცნონ რომელი გარეული ცხოველი აკლია სურათს და დაასახელონ.
·         

4. მუშაობა დაფასთან(5 წთ.)
თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი ფერადი ფოტოები, ცხოველების გამოსახულებით, მოსწავლეებმა ცხოველების სახელები უნდა წარმოადგინონ გრაფიკულად, შემდეგ დამარცვლონ და შეადგინონ წინადადება.
“.
10.საკლასო მენეჯმენტი
საგანმანათლებლო რესურსები
სახელმძღვანელო,  სათამაშო ცხოველები, დაფა, ცარცი,   თვალსაჩინოება (პლაკატი-ცხოველების გამოსახულებით),  ფანქრები,
11. შეფასება
განმავითარებელი კომენტარი.

Комментариев нет:

Отправить комментарий