სწავლების საკმაოდ ეფექტიან მეთოდს -თა სწავლების ნებისმიერ საფეხურზე ''თამაში'' წარმოადგენს. Თამაში,როგორც სწავლების მეთოდი სწავლებას უფრო საინტერესოს,სახალისოს და სასურველს ხდის. Ამიტო გადავწყვიტე ჩვენი პროექტი, ,ჯანსაღი კვება'' ცოტა სახალისოდ წაგვემართა
Პროექტის მიზანი:
შეძლონ განასხვავონ მცენარეული და ცხოველური საკვები.
შეადგინონ საკვები პროდუქტების ჯგუფები.
შეადგინონ კვების საკუთარი რაციონი.
გააცნობიერონ რა მნიშვნელობა აქვს საკვები პროდუქტების მრავალფეროვნებას კვების რაციონში.შეძლონ ორგანიზმისათვის საჭირო და სასარგებლო საკვების დასახელება.
რომელი საკვები მიეკუთვნება მცენარეულს? რატომ?
რომელი საკვები მიეკუთვნება ცხოველურს? რატომ?
ცხიმები რომელ საკვებს მიეკუთვნება? რატომ?
რამდენ ჯგუფად იყოფა მცენარეული საკვები?
რამდენ ჯგუფად იყოფა ცხოველური საკვები?
კლასს ვყოფ 3 ჯგუფად და ვაძლევ დავალებას:
I .შეადგინეთ ჯგუფის კვების რაციონი, ,საუზმე,, სადილი,ვახშამი და აირჩიეთ მოცემული პროდუქტიდან სასურველი.
კვების პირამიდის მიხედვით რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ უფრო
დიდი რაოდენობით?
რომელი ჯგუფის პროდუქტები უნდა მივიღოთ ერთნაირი რაოდენობით?
ტკბილეული რა რაოდენობით მივიღოთ?
Გადავწყვუტეთ საკლასო ოთახში პატარა ბოსტანიც მოგვეწყო და დავკვირვებოდით მცენარის ზრდას
Комментариев нет:
Отправить комментарий