вторник, 17 января 2023 г.

კალიგრაფიის კონკურსი

 


კალიგრაფიის კონკურსი

   

სასკოლო პროექტი:

პროექტის მოკლე ანოტაცია:

      მრავალმა კვლევამ და დაკვირვებამ დაადასტურა, რომ კალიგრაფია, როგორც ლამაზად წერის ტექნიკა და როგორც ხელოვნება, უმნიშვნელოვანეს ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე ადრეული ასაკიდანვე.დაწყებით კლასებში მოსწავლეთა წერის კულტურა მეტნაკლებად მაინც დაბალია, განსაკუთრებით მესამე კლასის მოსწავლეები დიდ ყურადღებას აღარ უთმობენ ლამაზად და სუფთად წერას.  აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეებში მეტი ყურადღება დაეთმოს ლამაზად წერას. პროექტი ითვალისწინებს კონკურსის ჩატარებას და მოსწავლეთა წახალისებას ფასიანი საჩუქრებით.

      1.პროექტის სახელწოდება: „საუკეთესო კალიგრაფი“

      2. პროექტის მთავარი იდეა: სკოლაში კალიგრაფიის კონკურსის ჩატარება და

        საუკეთესო  კალიგრაფის გამოვლენა.

      3. პროექტის აქტუალობა: .მოსწავლეებში წერის კულტურისა და კალიგრაფიის

       დაბალი დონე.

      4. პროექტის მიზნები:            

     ქართული ანბანის განსაკუთრებულობის შეგრძნება, ლამაზად წერისპოპულარიზაცია,

    ფანტაზიის უნარის განვითარება, გემოვნების დახვეწა. მოსწავლეთა დაინტერესება და

    კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობა.

       5. მონაწილეთა ასაკი: მესამე კლასის მოსწავლეები.

       6. ვადები : დასაწყისი 1 დეკემბერი, დასასრული 8 დეკემბერი

       7. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები:

         I. მოსამზადებელი ეტაპი:

         ამოცანები:

        ა) მოსწავლეთათვის პროექტის  თემის აქტუალობისა და მიზნების გაცნობა.

        ბ) კონკურსის პირობების და ნომინაციების გაცნობა.

        ბ) მოსწავლეებზე დავალებების მიცემა(გადასაწერი ტექსტის შერჩევა)

        გ) ჟიურის შერჩევა

         II .საკლასო გამოფენის მოწყობა

       ა) კლასში გამოიფინება მოსწავლეთა ნამუშევრები.

        ბ) შეირჩევა საუკეთესო ნაშრომები  სასკოლო გამოფენისათვის.

        III. სასკოლო გამოფენის მოწყობა.

       სკოლის ფოიეში მოეწყობა შერჩეული ნამუშევრების გამოფენა, 

        IV.მოსწავლეთა დაჯილდოება

        გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით

      განხორციელების გზები: მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის მიზანს. პროექტი

        ჩატარდება ორ ეტაპად . პირველ ეტაპზე  ჩატარდება საკლასო კონკურსი , სადაც

       გამოვლინდება საუკეთესო. მეორე ეტაპზე ჩატარდება სასკოლო  კონკურსი,  საკლასო

       კონკურსში გამარჯვებულთა შორის  ჟიური ( მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია და მშობელთა კომიტეტი) გამოავლენს საუკეთესო ნამუშევრებს და ავტორები დაჯილდოვდებიან სიგელებით.

 

          9. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებში ამაღლდება წერის კულტურის და  

            კალიგრაფიის დონე.  მოხდება მოსწავლეთა დაინტერესება, გამრავალფეროვნდება

            სასკოლო ცხოვრება.

         10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან /კავშირი. ქართული ენა და

           ლიტერატურა. ხელოვნება

         11. პროექტის ხელმძღვანელი: მესამე კლასის პედაგოგები




Комментариев нет:

Отправить комментарий