четверг, 19 января 2023 г.

შემოდგომის დღესასწაულები მსოფლიოში

 


შემოდგომის დღესასწაულები მსოფლიოში

კომბინირებული ღონისძიება ქართულ და ინგლისურ ენაზე

პედაგოგები: ნინო ნონიაშვილი, სოფიო ჯანელიძე, თამარ კეპულაძე

ღონისძიების სახელი: „შემოდგომის დღესასწაულები მსოფლიოში“    

 იდეამოსწავლეები გაეცნონ ბუნებაში მიმდინარე  ცვლილებებს პრაქტიკულად გამოიყენონ მიღებული ცოდნა

აქტუალობა: მოსწავლეები გააცნობიერებენ,რით განსხვავდება შემოდგომა წლის სხვა დროებისაგანრატომ ეძახიან მას „ბარაქიანს“? გაეცნობიან ამ სეზონზე მიმდინარე ბუნებრივ მოვლენებსაღწერენ შემოდგომის შემოსვლას თავიანთ სოფლებშიდააკვირდებიანთუ როგორ იცვლის სახეს ბუნება.

ღონისძიება  ხელს შეუწყობს  ცოდნის  გაღრმავებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში  ძველ ადათწესებზე,

მოსწავლეებში ახალი უნარ-ჩვევების ფორმირებასახალი ცხოვრებისეული ღირებულებების გაცნობიერებას.

მიზნები:

·         შემოდგომისთვის დამახასიათებელი მოვლენების გაცნობა

·         შემოდგომასთან დაკავშირებული ძველი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების  გაცნობა და გააზრება

·         თანამშრომლობისა და მარტივი შრომითი  საქმიანობის უნარჩვევების ფორმირება

·         მოსწავლეებში კვლევა-ძიებისმხატვრულ-შემოქმედებითი უნარების განვითარება

მონაწილეთა ასაკი:   8-9 წელი

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:

მოსწავლეები  გაეცნობიან  მსოფლიოს   სხვადასხვა  ქვეყნების  ბუნებასკლიმატსტრადიციებს,   წესჩვეულებებს, გაიმდიდრებენ  ცოდნას  წელიწადის  ამ  ლამაზ  დროზე-შემოდგომაზე

 სასწავლო რესურსიფლომასტერები,  სახატავი  ფურცლები,სახატავი ალბომებისხვადასხვა ზომისა და ფერის ქაღალდები

ტექნიკური რესურსიკომპიუტერი,  ინტერნეტი,  ციფრული აპარატიპროექტორი

სოფლის ნობათიხილი,  ყურძნის  ტკბილი,  ჩურჩხელა,მთვარის პურები, ორცხობილები

ადამიანური რესურსიმასწავლებელიმოსწავლეებიმშობლებიმოსწავლეთა მშობლები

ღონისძიების  მსვლელობა:  ბავშვები იზრუნებენ   საკლასო გარემოს შექმნაზეკერძოდკლასში გააკეთებენ შემოდგომის კუთხესშემდეგ კი მთელი კლასის მონაწილეობით გაიმართება „ხილის ზეიმი“, სადაც  ბავშვები წარმოთქვამენ ლექსებს  შემოდგომის თემაზეიმღერებენ, წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებს, საქართველოში-რთველი,იაპონია- მომიჯის ფესტივალი,ბრიტანეთი-ვაშლის ფესტივალი,შოტლანდია-ლაგმასი და ლუგნასადი,ჩინეთი,საფრანგეთი-ღვინის ფესტივალი,გერმანია-მოსავლის დღე,ამერიკა-ირლანდიური ჰელოუინი, დღესასწაული რომელიც ამერიკელების მიერ იქნა შეცვლილი.ინგლისურ ენაზე მოგვიყვებიან ამერიკული დრესასწაულის შესახებ და შეასრულებენ სიმღერას.













среда, 18 января 2023 г.

სტუმრად ქუთაისის მუზეუმ-ნაკლრძალში

 


მეთუნეობა
 საქართველოში ოდითგანვეა გავრცელებული. მისი განვითარების ისტორია ათასწლეულებს ითვლის. ამის დასტურია არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უამრავი კერამიკული ნაკეთობა, რომლებიც მუზეუმებშია დაცული და ატყვევებს მნახველს თავისი სინატიფითა და მშვენიერებით. მიუხედავად იმისა, რომ კერამიკული წარმოება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია განვითარებული, ქართული კერამიკა მაინც სხვაგვარიაიგი გამოირჩევა თავისი ორიგინალურობითა და ფერთა ჰარმონიით; ქართული ორნამენტებით დამშვენებულ ნაკეთობებს სხვა ხიბლი და სილამაზე აქვთ.საქართველოს ტერიტორიაზე არ ჩატარებულა არცერთი არქეოლოგიური გათხრა ისე, რომ იქ არ ეპოვათ კერამიკის უამრავი ექსპონატი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მეთუნეობა მთელ საქართველოში უძველესი ხანიდან ჰყვაოდა.არ არსებობს კუთხე საქართველოში, სადაც კერამიკას არ აკეთებენ. ჩვენს საამაყოდ უნდა ითქვას, რომ კერამიკის ჭურჭელი მზადდება ქართლსა და კახეთში, გურიასა და იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში, სამეგრელოსა და აფხაზეთში.

      იმ მიზნით რომ მოსწავლეებისთვის უკეთესად გაგვეცნო მეთუნეობის იტორია და საკუთარი ხელითაც მოეხატათ  თიხის ჭურჭელი ვეწვიეთ ქუთაისის მუზეუმ -ნაკრძალს (https://www.facebook.com/kutaisi.muzeumnakrdzali ), რომლებმაც დიდი სიხარულით გვიმასპინძლეს, მოსწავლეებმა მოისმინეს ისტორია კერამიკის წარმოების შესახებ, გაეცვნენ სხვადასხვა ორნამენტებს, რის შემდეგადაც სასურველი ფერებით მოხატეს ჭურჭელი. ჩვენი მიზანი, მიღწეული იქნა, ისინი დიდი მონდომებით ასრულებდნენ დავალებას და ცდილობდნენ ჭურჭელზე გამოესახათ ქართული  სიმბოლოები. 








вторник, 17 января 2023 г.

კალიგრაფიის კონკურსი

 


კალიგრაფიის კონკურსი

   

სასკოლო პროექტი:

პროექტის მოკლე ანოტაცია:

      მრავალმა კვლევამ და დაკვირვებამ დაადასტურა, რომ კალიგრაფია, როგორც ლამაზად წერის ტექნიკა და როგორც ხელოვნება, უმნიშვნელოვანეს ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე ადრეული ასაკიდანვე.დაწყებით კლასებში მოსწავლეთა წერის კულტურა მეტნაკლებად მაინც დაბალია, განსაკუთრებით მესამე კლასის მოსწავლეები დიდ ყურადღებას აღარ უთმობენ ლამაზად და სუფთად წერას.  აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეებში მეტი ყურადღება დაეთმოს ლამაზად წერას. პროექტი ითვალისწინებს კონკურსის ჩატარებას და მოსწავლეთა წახალისებას ფასიანი საჩუქრებით.

      1.პროექტის სახელწოდება: „საუკეთესო კალიგრაფი“

      2. პროექტის მთავარი იდეა: სკოლაში კალიგრაფიის კონკურსის ჩატარება და

        საუკეთესო  კალიგრაფის გამოვლენა.

      3. პროექტის აქტუალობა: .მოსწავლეებში წერის კულტურისა და კალიგრაფიის

       დაბალი დონე.

      4. პროექტის მიზნები:            

     ქართული ანბანის განსაკუთრებულობის შეგრძნება, ლამაზად წერისპოპულარიზაცია,

    ფანტაზიის უნარის განვითარება, გემოვნების დახვეწა. მოსწავლეთა დაინტერესება და

    კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობა.

       5. მონაწილეთა ასაკი: მესამე კლასის მოსწავლეები.

       6. ვადები : დასაწყისი 1 დეკემბერი, დასასრული 8 დეკემბერი

       7. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები:

         I. მოსამზადებელი ეტაპი:

         ამოცანები:

        ა) მოსწავლეთათვის პროექტის  თემის აქტუალობისა და მიზნების გაცნობა.

        ბ) კონკურსის პირობების და ნომინაციების გაცნობა.

        ბ) მოსწავლეებზე დავალებების მიცემა(გადასაწერი ტექსტის შერჩევა)

        გ) ჟიურის შერჩევა

         II .საკლასო გამოფენის მოწყობა

       ა) კლასში გამოიფინება მოსწავლეთა ნამუშევრები.

        ბ) შეირჩევა საუკეთესო ნაშრომები  სასკოლო გამოფენისათვის.

        III. სასკოლო გამოფენის მოწყობა.

       სკოლის ფოიეში მოეწყობა შერჩეული ნამუშევრების გამოფენა, 

        IV.მოსწავლეთა დაჯილდოება

        გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით

      განხორციელების გზები: მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის მიზანს. პროექტი

        ჩატარდება ორ ეტაპად . პირველ ეტაპზე  ჩატარდება საკლასო კონკურსი , სადაც

       გამოვლინდება საუკეთესო. მეორე ეტაპზე ჩატარდება სასკოლო  კონკურსი,  საკლასო

       კონკურსში გამარჯვებულთა შორის  ჟიური ( მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია და მშობელთა კომიტეტი) გამოავლენს საუკეთესო ნამუშევრებს და ავტორები დაჯილდოვდებიან სიგელებით.

 

          9. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებში ამაღლდება წერის კულტურის და  

            კალიგრაფიის დონე.  მოხდება მოსწავლეთა დაინტერესება, გამრავალფეროვნდება

            სასკოლო ცხოვრება.

         10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან /კავშირი. ქართული ენა და

           ლიტერატურა. ხელოვნება

         11. პროექტის ხელმძღვანელი: მესამე კლასის პედაგოგები