среда, 18 января 2023 г.

სტუმრად ქუთაისის მუზეუმ-ნაკლრძალში

 


მეთუნეობა
 საქართველოში ოდითგანვეა გავრცელებული. მისი განვითარების ისტორია ათასწლეულებს ითვლის. ამის დასტურია არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უამრავი კერამიკული ნაკეთობა, რომლებიც მუზეუმებშია დაცული და ატყვევებს მნახველს თავისი სინატიფითა და მშვენიერებით. მიუხედავად იმისა, რომ კერამიკული წარმოება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია განვითარებული, ქართული კერამიკა მაინც სხვაგვარიაიგი გამოირჩევა თავისი ორიგინალურობითა და ფერთა ჰარმონიით; ქართული ორნამენტებით დამშვენებულ ნაკეთობებს სხვა ხიბლი და სილამაზე აქვთ.საქართველოს ტერიტორიაზე არ ჩატარებულა არცერთი არქეოლოგიური გათხრა ისე, რომ იქ არ ეპოვათ კერამიკის უამრავი ექსპონატი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მეთუნეობა მთელ საქართველოში უძველესი ხანიდან ჰყვაოდა.არ არსებობს კუთხე საქართველოში, სადაც კერამიკას არ აკეთებენ. ჩვენს საამაყოდ უნდა ითქვას, რომ კერამიკის ჭურჭელი მზადდება ქართლსა და კახეთში, გურიასა და იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში, სამეგრელოსა და აფხაზეთში.

      იმ მიზნით რომ მოსწავლეებისთვის უკეთესად გაგვეცნო მეთუნეობის იტორია და საკუთარი ხელითაც მოეხატათ  თიხის ჭურჭელი ვეწვიეთ ქუთაისის მუზეუმ -ნაკრძალს (https://www.facebook.com/kutaisi.muzeumnakrdzali ), რომლებმაც დიდი სიხარულით გვიმასპინძლეს, მოსწავლეებმა მოისმინეს ისტორია კერამიკის წარმოების შესახებ, გაეცვნენ სხვადასხვა ორნამენტებს, რის შემდეგადაც სასურველი ფერებით მოხატეს ჭურჭელი. ჩვენი მიზანი, მიღწეული იქნა, ისინი დიდი მონდომებით ასრულებდნენ დავალებას და ცდილობდნენ ჭურჭელზე გამოესახათ ქართული  სიმბოლოები. 








Комментариев нет:

Отправить комментарий